საქართველო ცუდად განწყობილები 2013, 28 თებერვალი, 23:46 ბოლო ხანებში მომძლავრდა ადამიანების ერთმანეთზე გადკიდების ფაქტები. ბოლო არ უჩანს ნაცმოცელების კაცთმოძულებას, თვითონაც ვერ ხვდებიან, როდის რას და როგორ ლაპარაკობენ. მაღალფარდოვანი სიტყვებით როგორ უმხედრებენ ხალხს ერთმანეთს. ნაციონალების მომხრეებს რომ კითხოთ 4თვეში უნდა გაკეთდეს 9წელში დანგრეული, მათი მტკიცებით განხეთქილებაა კოალიციაშიც, პრემიერი და თავდაცვის მინისტრის გადაკიდება რომ არ გამოუვიდათ, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ალასანიას დაპირისპირებაზე გადავიდნენ. მერე იუსტიცის მამას მიადგნენ. ენერგეტიკის მინისტრი ხომ "შეიკლეს" უცოდინრობით, თუმცაღა, ფაქტია რომ არც თუ ისე ურიგოდ მიჰყავს თავისი სამინსიტრო წინ. პრეზიდენტის გამოსვლები ხომ ფრიად აღაშფოთებელია, მეორე კლასელი ბავშვიც კი არ იქცევა ასე უზნეოდ. ბოდიში, მაგრამ დასაბუთებული მსჯელობის უნარი მაიც ხომ უნდა გააჩნდეს პრეზიდენტს, ქვეყნის მთავარსარდალს? უკაცრავად, დამავიწყდა, ის ხომ უკვე ვადაგასულია. აი ამ ხალხის მაინც არ რცხვენიათ, მათ სად გაექცევათ? 8 2-ს არ მოსწონს
|