შოუბიზნესი ჯორჯ კლუნი და მისი სახეცვლილებები 2013, 28 თებერვალი, 12:58 ჯორჯ ტიმოთი კლუნი – ჰოლივუდი ერთ–ერთი სექსუალურად აღიარებული ვარსკვლავი, იგი ყოველთვის ითვლებოდა ქალების გულთამპყრობელად და ახლაც კი 52 წლის ასაკში, ჯორჯი კვლავ რჩება მიმზიდველი მამაკაცების სიაში და კვლავ ახერხებს ქალების მოხიბვლას, მიუხედავად გაჭაღარავებული თმებისა და გაჩენილი ნაოჭებისა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მართლაც სიმპატიური და ელეგნატურია, ნამდვილი ჯენტლმენი, როგორც ამბობენ და ბევრ ახალგაზრდას ჯობია კიდეც. მაყურებელი, მათ შორის ქართველი, ჯორჯს ადრეული ასაკიდან იცნობს, იგი ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში ჩნდებოდა ტელეეკრანებზე(საქართველოში არა რათქმაუნდა), მისი მამა ტელევიზიაში მუშაობდა და საკუთარი შოუ ჰქონდა, ჯორჯი სარეკლამო რგოლებში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მომავალ ვარსკვლავს, ბეისბოლისტობა ეწადა, თუმცა აქაც მარცხი იწვნია. უნივერსიტეტში სწავლის დროს კი სწავლის მაგივრად ერთობოდა და წლიდან წლამდე რჩებოდა იგივე კურსზე. მოგვიანებით ჰოლივუდში გაემგზავრა, მაგრამ დიდად არც აქ სწყალობდა ბედი, მეორეხარისხოვან როლებს იღებდა სერიალებში, მაგრამ სერიალები უცებვე იხურებოდნენ. შემდეგ კი უკვე იყო სერიალი ''სასწრაფო'', რომელსაც ქართველი მაყურებელიც ადევნებდა თვალს. ჯორჯი სერიალის წამყვანი მსახიობი გახლდათ. სერიალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ჯორჯსაც მოსდიოდა ახალ–ახალი შემოთავაზებები. ახლა უკვე მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და ოსკარის მფლობელია. თუ როგორი იყო მისი სახეცვლილება წლების განმავლობაში, იხილავთ სურათებში. 27 4-ს მოსწონს
|