შოუბიზნესი კაილა გოლდბერგი : კრის ჰამფრისმა ჰერპესი გადამდო! 2012, 30 აგვისტო, 13:44 ქალბატონი, სახელად კაია გოლდბერგი კიმ კადაშიანის ყოფილ მეუღლეს, კალათბურთელ კრის ჰამფრისს დაავადება ჰერპესის გადადებაში ადანაშაულებს. TMZ-ის მიხედვით, გოლდბერგი ყვება რომ კალათბურთელს 2010 წლის აგვისტოში, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ბარში შეხვდა. მათი ურთიერთობა ფლირტით დაიწყო, რის შემდეგაც ერთმანეთიც გაიცნეს და ინფორმაციები გაცვალეს, ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ორივენი ჰამფრის სასტუმროს ნომრისკენ გაეშურნენ, სადაც მრავალრაუნდიანი სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ. კაილას თქმით კრისს ყოველთვის არ ჰქონდა კონდომი. ერთი კვირის შემდეგ კი ნასიამოვნებმა ქალბატონმა შოკი მიიღო, როცა ანალიზებმა დაავადება ჰერპესი დაუდგინა. გოლდბერგი ახლაღა უჩივის კრისს ფიზიკური და მორალური დაზიანებისათვის. საერთოდ კი ეს ყველაფერი მდიდარი კალათბურთელისთვის ფულის გამოძალვის გამო შეთხზულ მახეს უფრო ჰგავს ვიდრე სიმართლეს. 99 3-ს მოსწონს
|