შოუბიზნესი როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები ადრე და როგორ გამოიყურებიან ახლა 2013, 28 თებერვალი, 12:37 ბევრი ცნობილი ადამიანი, განსაკუთრებით კი ჰოლივუდის ვარსკვლავები, ამ შემთხვევაში ქალბატონებზე მაქვს საუბარი, წარსულში, მაშინ როცა საერთოდ ან არც ისე ცნობილები და პოპულარულები იყვნენ სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ახლა, ზოგიერთ მათგანს ვერც კი იცნობდით. ეს ყველაფერი პლასტიკური ოპერაციების ან მსუბუქ შემთხვევაში თავის განსაკუთრებულად მოვლის შედეგია. განსხვავება თავად იხილეთ ფოტოებზე, სხვათაშორის ზოგი ახლა უარესადაც კი გამოიყურება მგონი, ზოგს კი ცვლილებები არც ეტყობა. ვიკტორია ბეკჰემი აშკარად ძალიან განსხვავდება გოგონასაგან, რომელსაც შავ-თეთრ ფოტოზე ვხედავთ, მან საკმარისი ოდენობის პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა და რაც აღსანიშნავია ახლა მის სახეზე ამგვარ ღიმილს იშვიათად თუ იხილავთ, იგი ძირითადად დაღვრემილი სახით ხვდება კამერებს. მეგან ფოქსი მეგანიც საკმაოდ განსხვავებულია ახლა, წარბები აშკარად გასქელებული, ცხვირიც გასწორებული და აქ არ ჩანს, რომ მკერდიც გაკეთებული აქვს. ნიკოლ კიდმანი ნიკოლ კიდმანი ახლა გაცილებით მოვლილად გამოიყურება. კიმ კარდაშიანი კიმის ეს ორივე ფოტო მგონი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბიონსე ბიონსეს არ აქვს პლასტიკური ოპერაციები, თუმცა ადრე უფრო საყვარლად გამოიყურებოდა. ქეითი ჰოლმსი ქეითის შემთხვევაში მგონი ცვლილებები არ შეიმჩნევა სკარლეტ იოჰანსონი ხო, ეს გოგო სკარლეტია, საშინელი კარტოფილის ცხვირით, ცოტატი მაიმუნს გავს, თუმცა თვალები ძალიან ლამაზი აქვს. სარა ჯესიკა პარკერი ალბათ იტყოდით, რას გავს ეს ცხენისებური ქალიო, მართალიც ბრძანდებით, თუმცა ახლა გაცილებით თავმოვლილია ვიდრე წარსულში, საკმაოდ ელეგანტურია, საკუთარი სტილი აქვს და ლამაზადაც კი ითვლება. ბრიტნი სპირსი ჩვენი საყვარელი ბრიტნი, მართლაც საყვარლად გამოიყურებოდა წარსულში, ახლა კი მოხუც კუდიანს დაემსგავსა. მერაია კერი მერაიამ კი უბრალოდ იმიჯი შეიცვალა და გაიპრანჭა, თუმცა კაი სისქე ღაბაბი კი ადევს. 93 6-ს მოსწონს
|