სიახლეები ყავის საწვავზე მომუშავე ავტომობილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (+ვიდეო) 2013, 27 თებერვალი, 20:37 ავტომობილმა, რომელიც საწვავად ყავის მარცვლებს იყენებს ახლახან მფლობელს უდიდესი სიხარული მიანიჭა, დაამყარა რა მსოფლიო რეკორდი თავის კლასში. ავტომობილმა 105 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. 42 წლის ბრიტანელმა მარტინ ბეიკონმა 1989 წელს გამოშვებული ფორდი სპეციალური აგრეგატით აღჭურვა, რომლის შიგნით ყავის მარცვლები წვის შედეგად იყოფა წყალბადად და ნახშირბადის ოქსიდად. შემდეგ აირი ცივდება და მიეწოდება ძრავს, რომელსაც ავტომობილი მოძრაობაში მოჰყავს. ასეთი სისტემით ნებისმიერი ავტომობილი შეიძლება აღიჭურვოს. ყავის საწვავი ძალიან ეკოლოგიურია ნავთობპროდუქტებთან შედარებით. 62 6-ს მოსწონს
|