სიახლეები McLaren MP4-12C კაბრიოლეტი (+ფოტოები) 2012, 5 ივლისი, 8:15 McLaren Automotive-მა წარმოადგინა სუპერქარის ახალი ღია ვერსია MP4-12C, რომელმაც სახელთან დანამატი Spider მიიღო.ამასთან შეკვეთები კომპანიამ უკვე მიიღო და კლიენტებისათვის აღნიშნული მოდელის მიწოდება 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყება. ავტომობილის სახურავი იკეცება და სავარძლების უკან არსებულ სათავსოში თავსდება. პროცედურას 17 წამი ესაჭიროება და შეიძლება გაკეთდეს 30 კმ/სთ მოძრაობის დროსაც ორივე მიმართულებით. სახურავის მექანიზმმა სუპერქარს 40 კგ დაუმატა კუპესთან შედარებით, ასე რომ spider 1474 კგ-ს იწონის. მიუხედავად ამისა იჟინრები გვარწმუნებენ, რომ არნიშნული მოდელი არაფრიტ ჩამოუვარდება კუპეს. მოძრაობაში ახალი McLaren MP4-12C Spider მოჰყავს მოდერნიზირებულ V8 ტიპის 3, 8 ლიტრიან ძრავს, რომელიც გამოიმუშავებს 625 ცხენის ძალას. 7 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად ძრავი უზრუნველყოფს 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3, 1 წამში. აწეული სახურავით ავტომობილის მაქსიმალური სიძქარე 329 კმ-ს შეადგენს, რაც 4 კმ-თი ჩამორჩება კუპის მონაცემს. ბრიტანეთის ბაზარზე მოდელის ფასი 195 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, რაც 20 000 ფუნტით ძვირია ხისტ სახურავიანი მოდელის ფასზე. 79 2-ს მოსწონს
|