x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135860
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
ცხოვრებისეული რჩევები და მოსაზრებები

1. როგორ დავაჯეროთ თანამოსაუბრეს სიმართლე.
თუ გსურთ ამაოდ არ იდავოთ და დაუმტკიცოთ თქვენს თანამოსაუბრეს, რომ ცდება, პირველრიგში უნდა გაარკვიოთ, რა მხრივ განიხილავს ის დავის საგანს, რადგან ამ მხრივ ის, ჩვეულებრივ, სწორად ხედავს. აღიარეთ მისი სიმართლე, მაგრამ იმაწამსვე დაუმტკიცეთ, რომ თუ სხვა მხრიდან შეხედავს საგანს, მისი თვალსაზრისი მცდარი აღმოჩნდება. თანამოსაუბრე უყოყმანოდ დაგეთანხმებათ. მთავარია დაიჯეროს, რომ კი არ შემცდარა, არამედ მხოლოდ რაღაც გამორჩა ხედვის არედან.რადგან ადამიანს მაშინ კი არ მოსდის გული, არამედ მაშინ როცა ცდებიან. შესაძლოა ეს იმით აიხსნას, რომ ადამიანს თავისი ბუნებით, არ შეუძლია ერთბაშადაღიქვას და ყოველმხრივ გაიაზროს საგანი, მაგრამ თუ აღიქვამს (სულ ერთია რა მხრივ აღიქვამს) ყოველთვის სწორად აღიქვამს მას, რადგან აღქმის ყოველი მონაცემი, გრძნობის ყოველი მოწმობა მისთვის ეჭვმიუტანელია.
2. რაც უფრო ჭკვიანია კაცი, მით უფრო მეტ თავისებურებასა და მრავალფეროვნებას პოულობს მოყვასთა შორის. ჩვეულებრივი კაცისთვის ყველა ერთია.
3. ადამიანს, რომელსაც ჩვევად აქვსგრძნობების მიხედვით იმსჯელოს ყველაფერზე, არაფერი გაეგება ლოგიკური მსჯელობისა, ვინაიდან ცდილობს ერთი შეხედვით ჩასწვდეს საკვლევი საგნის არსს და არას დაგიდევთ ფუძემდებლურ საწყისთა კვლევას. და პირიქით ადამიანს, რომელსაც ჩვევად აქვს, საწყისთა მიხედვით იმსჯელოს ყველაფერზე, არაფერი გაეგება გრძნობადი საგნებისა, ვინაიდან მხოლოდ საწყისთა კვლევაში დანთქმულს არ შეუძლია ერთბაშად, ერთი შეხედვით აღიქვას საგანი.
4. ჭეშმარიტება სასიამოვნოს უნდა ერწყმოდეს, მაგრამ სასიამოვნო მხოლოდ ჭეშმარიტებაში უდნა ვეძებოთ.
5. თუ ჩვევად გაქვთ შემდეგი ტერმინები : "ძალიან შეგაწუხეთ, ვაითუ თავი მოგაბეზრეთ, რამდენი დრო დაგაკარგინეთ" და ა.შ ისინი ან გაცდუნებენ ან გაღიზიანებენ.
მადლობთ ყურადღებისთვის
თუ მოგეწონებათ მომავალშიც აუცილებლად შემოგთავაზებთ მსგავსი სახის სტატიებს.

1
54
1-ს მოსწონს
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
54
  
2013, 27 თებერვალი, 20:46
საინტერესოა...ყოჩაღ
0 1 1