საქართველო რატომ იცრუა პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე? 2013, 26 თებერვალი, 23:12 დღევანდელ ფრიფინგზე სააკაშვილმა განაცხადა "რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა". ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი "ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კრემლთან, ყიდულობს "თიბისი" ბანკს, "ქართუ" ისედაც რუსული ბანკი" რამდენიმე წუთში კი სააკაშვილის განცხადება მოჰყვა გურგენიძის პასუხი ფესბუქის საშუალებით: "ძვირფასო მეგობრებო, ახლახანს ტელევიზიით გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს „ლიბერთი ბანკი“ რუსულმა "სბერბანკმა" იყიდა. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ "სბერბანკთან" „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვაზე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. "ლიბერთი ბანკს" წელს საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია ქსელის შემდგომი განვითარებისა და მომსახურების დახვეწის კუთხით, და თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს. " პრეზიდენტის განცხადება ასევე უარყო "თიბისი" ბანკის ადმინისტრაციამ. პირადა ჩემთვის გაურკვეველია, რატომ იცრუა პრეზიდენტმა... იმიტომ ხომ არა, რომ სხვანაირად არ ძალუძს? და ბოლოს გთავაზობთ მეცხრე არხის სიუჟეტს: 347 6-ს მოსწონს 3-ს არა
|