x
image
mishoo122
დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს ამხელს
დათა ახალაიას სახელით სოციალურ ქსელში მიმართვა გავრცელდა

imageრამდენიმე წუთის წინ, "ფეისბუქში", დათა ახალაიას სახელით გავრცელდა განცხადება, სადაც იგი ვანო მერაბიშვილს ამხელს.

გთავაზობთ განცხადებას:"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილივაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება.
მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობებ ჩვენ
ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი.


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ასევე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე
შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიზი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენ დამარცხებაში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და შალვა ჯანაშვილის ხელით განახორციელა იალღუჯაზე ჩვენი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობა და
არაადამიუანური მოპყრობა, რისთვისაც ახლა ჩემს ძმას ასამართლებენ.
აქვე დავძენ, რომ მე არ ვამტკიცებ, თითქოს ვანო მერაბიშვილი გარიგებული იყო მაშინდელ ოპოზიციასთან, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია - საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანც
არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა. ვფიქრობ, დადგა დრო, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი!
მე, ისევე როგორც ჩემი ძმა, არასოდეს გავქცევივარ პასუხისმგებლობას, არც მაშინ, როცა ორგანიზებულ კრიმინალს და კორუფციას ვებრძოდი, არც რუსეთ-საქართველოს ომის დროს და არც ახლა ვაპირებ ემიგრაციაში თავის შეფარებას.

მყარად მაქვს გადაწყვეტილი, უახლოეს მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად დავბრუნდე საქართველოში და ყველა კითხვას გავცე პასუხი!"


მოგვიანებით, დათა ახალაიას ამ მიმართვას მოჰყვა მისი ადვოკატის განცხადება: "გიდასტურებთ, რომ ეს განცხადება ნამდვილად ეკუთვნის დათა ახალაიას", ( ირაკლი ზაქარეიშვილმა)


არგიშველის დათა ბატონო ეგ ახსარება, ვერ გამოდგები "ვირთაგვაჭამიად"

"რა მოხდა, თუიცი. ეგ ცხოველი სხვებზე გაცილებით ღონიერი და საღი იყო. მოერია სხვებს, ყველაზე დიდი წილი შეჭამა, ის
ორი ცხოველი რომ გაგლიჯეს, იქიდან, და აწყინა ამან. ვერ მოინელებს, მოკვდება. ხომ ხედავთ, როგორაა მობუზული. დღესვე თუ არა, ხვალ უეჭველად გაგლეჯენ მაგას."

imageეჰ ვანო ვანო, ვერ გამოგზარდათ მიშამ კაი "ვირთაგვები", უფრო სწორად კასრმა უმტყუვნა და გაექეცით ყველა...

4
841
12-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:mishoo122
mishoo122
841
  
2013, 16 აპრილი, 11:22
ყვავმა ყვავს უთხრა შე ყრანტაო....
2013, 15 აპრილი, 23:02
ბოდიშს გიხდით, ცოტა არეული სტატია გამომივიდა, რედაქტირების მაგივრად გამოქვეყნებას დამეჭირა :D
2013, 15 აპრილი, 22:57
ახლა გაუგია ამას ვანო ვინ არის რა ცოდოა
2013, 15 აპრილი, 22:44
საათის მექანიზმის ნაღმი ააფეთქა დათამ:)
0 1 4