x
10 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა (ნაწილი 3)
გამარჯობათ ეს არის ჩემი სტატიის მესამე ნაწილი, იმედია მოგეწონებათ.



1.პაკისტანელი ბავშვი გრილდება წყლის რეზერვუარში, როდესაც ტემპერატურა უფრო და უფრო იმატებს, დანარჩენები კი თავიანთ რიგს ელიან.

image



2. 1955 წელს შავკანიანმა როზა პარკსმა ჩვეულებრივად გადაიხადა ავტობუსით მგზავრობის ღირებულება და დაიკავა თავისი ადგილი შავკანიანების სკამების რიგში. როდესაც თეთრკანიანების ადგილები შეივსო და კიდევ ერთი თეთრკანიანი ავიდა ავტობუსში, მძღოლა როზას მოსთხოვა, რომ მას ადგილი დაეთმო თეთრკანიანისთვის, რაზეც როზამ უარი განაცხადა. ის დააკავა პოლიციამ და რამდენიმე საათის შემდეგ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. „ხალხი ამბობს, რომ მე იმიტომ არ დავთმე ჩემი ადგილი, რომ დაღლილი ვიყავი, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. მე არ ვყოფილვარ იმაზე მეტად დაღლილი, ვიდრე ყოველდღე ვიღლებოდი ხოლმე. არც ბებერი არ ვყოფილვარ, მე მაშინ მხოლოდ 42 წლის ვიყავი. მე დაღლილი ვიყავი ამდენი დათმობით, მე მინდოდა უბრალოდ თავისუფალი ვყოფილიყავი, როგორც ყველა დანარჩენი.“



image


3.
ევერესტის პირველი წარმატებული დაპყრობა ტენცინგ ნორგეისა და ედმუნდ ჰილარის მიერ. იმ დროს ისინი ამას აღიქვამდნენ როგორც ჯგუფურ მიღწევას, მაგრამ მოგვიანებით ტენცინგმა განაცხადა, რომ ჰილარი იყო პირველი, ვინც მწვერვალზე ფეხი დადგა. მათ გადაიღეს ფოტოები, თოვლში ჩაფლეს ჯვარი და დაიწყეს დაშვება. 1953



image


4. აშშ–საფრანგეთი. 1992 წლის ნოემბერი. ბარდერა, სომალი. დედას მიაქვს შიმშილისგან მკვდარი შვილის ცხედარი.


image


1985 წლის 13 ნოემბერი. ვულკანის ამოფრქვევა ნევადო დელ რუისში (კოლუმბია).
თოვლი დადნა და 50 მეტრის სისქის ტალახის, მიწის და წყლის მასამ ყველაფერი აღგავა მიწისაგან პირისა. დაღუპულთა სიამ 23 000-ს მიაღწია. ამ კატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა, სწორედ ამ ფოტოს დამსახურებით, რომელზეც პატარა გოგონა სახელად ომაირა სანჩესია გამოსახული. ის აღმოჩნდა მახეში – ყელამდე ტალახში, ბავშვს ფეხები ჩამონგრეული სახლის ბეტონის კონსტრუქციაში მოყვა. მაშველები ამაოდ ცდილობდნენ ჭუჭყიანი წყლის ამოტუმბვას და ბავშვის გათავისუფლებას. გოგონამ 3 დღე გაძლო, რის შემდეგაც ერთდროულად რამდენიმე ვირუსით დაინფიცირდა. როგორც ჟურნალისტი კრისტინა ეჩანდია იხსენებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ომაირას არ მოშორებია, გოგონა მღეროდა და ირგვლივ მყოფთ ესაუბრებოდა. მას ეშინოდა და წარამარა წყალს ითხოვდა. მესამე ღამეს ჰალუცინაციები დაეწყო. ეს ფოტო გადაღებულია სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე.


image


5. 97 წლის ჩინელი დედა 19 წელია ზრუნავს 60 წლის ინვალიდ შვილზე. ეს სურათი ნათელი მაგალითია ძლიერი სულის და დედობრივი მზრუნველობის


image



6. პატარა ინდოელი მუშა აგურების ქარხანაში. ბავშვს თავით უწევს აგურების ზიდვა რომელთა მასა 12 კგ–ია. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის შრომითი კოდექსი კრძალავს არასრულწლოვნების მძიმე სამუშაოთი დაკავებას, ოჯახები უკიდურესი სიღარიბის გამო იძულებულები არიან შვილები მსგავს სამუშაოზე გაუშვან.


image



7. სამფეხა ადამიანი.


image



8. ფრანგული პრესის სააგენტოს ფოტოგრაფ Yasoyoshi Chiba-ის ფოტო, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „People in the News Singles”, ასახავს იაპონიაში აპრილში მომხდარი ცუნამის შედეგს. მასზე ვხედავთ იაპონელ ქალს, რომელსაც ხელში ხანგრძლივი ძებნის შედეგად ნაპოვი ქალიშვილის სკოლის დამთავრების სერთიპიკატი უჭირავს.


image


9. ფრანგული პრესის სააგენტოს ფოტოგრაფ Yasoyoshi Chiba-ის ფოტო, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „People in the News Singles”, ასახავს იაპონიაში აპრილში მომხდარი ცუნამის შედეგს. მასზე ვხედავთ იაპონელ ქალს, რომელსაც ხელში ხანგრძლივი ძებნის შედეგად ნაპოვი ქალიშვილის სკოლის დამთავრების სერთიპიკატი უჭირავს.


image



10. კატასტროფა რუსეთში. 70-იანი წლები.image




იმედია მოგეწონათ. მადლობთ ყურადღებისთვის.

9
8119
19-ს მოსწონს
ავტორი:სსოოფფიი
სსოოფფიი
8119
  
2013, 9 ივნისი, 17:46
ყოჩაღ
2013, 8 აპრილი, 17:50
ძალიან კარგი სტატიაა.ამ სტატიას ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავ
2013, 9 მარტი, 19:43
კარგი სტატიაა.. ))) მომეწონა ♥
2013, 8 მარტი, 0:48
გაიხარე მადლობა.
2013, 8 მარტი, 0:43
ძალიან კარგი სტატიები გაქვს, ყველა სტატიას ინტერესით და ყურადღებით ვკითხულობ და ძაან მომწონს. შურიან და უაზრო კომენტარებს ყურადღება არ მიაქციო გააგრძელე რასაც აკეთებ კარგად გამოგდის
2013, 8 მარტი, 0:14
რელსებიდან გადმოაგდო კაცო :დდდდდდდდ შემძრა არა შემაფართხალა
2013, 27 თებერვალი, 22:56
ყველაზე მეტად მეორე მეოთხე მეხუთე და მეექვსე ფოტოებმა შEმძრა ..........
2013, 26 თებერვალი, 22:11
მაგარია
2013, 26 თებერვალი, 20:15
მომეწონა,აქ ბევრი სტატიები დაიდო ამ თემაზე მაგრამ სულ ერთიდაიგივე,აქ რამოდენიმე ახალი სურათიც ვნახე
0 1 9