x
ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო აატირა
გამარჯობათ. ამ სტატიაში განახებთ ფოტოებს რომლებმაც მსოფლიო აატირა. ახლა კი მე შემოგთავაზებთ ჩემს მიერ მოძიებულ რამოდენიმე ფოტოს.





1. ავღანელი ბავშვი ელოდება ექიმს ომის შედეგად დაზარალებულთათვის განკუთვნილ საავადმყოფოში, ავღანეთი, 2012



image



2. რუსეთმა დაბომბა საქართველო . 2008 წელი.




image




3.ფოტო, რომელზეც ბავშვი დედისგან ომში მიმავალი მამისკენ მირბის, გახდა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო. ემოციებს იწვევდა ერთის მხრივ დედა, მეორეს მხრივ ბავშვი, რომელიც ცდილობდა ხელი მიეწვდინა მამისთვის, და რა თქმა უნდა მამა, რომელმაც იარაღი მეორე ხელში გადაიტანა შვილის ხელის ჩასაკიდად. ფოტო იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორ ელოდებოდა თითოეული ოჯახი ომში წასულ თავის ნაწილს. რადგანაც ამ ფოტოს გმირების ბედი ბევრს აინტერესებდა, ომის დასრულების შემდეგ ასევე გაავრცელეს სახლში დაბრუნებული ქმრის ფოტო ოჯახთან ერთად, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა.



image



4. 4 წლის ჰარი ლეინმა მენინგიტთან და სეფსისთან ბრძოლის დროს 3-ჯერ შეწყვიტა გულისცემა, ბოლოს კი ოთხივე კიდურის ამპუტაცია გახდა საჭირო. მიუხედავად, მისი მდგომარეობისა, ის დღეს სკოლის მოსწავლეა და როგორც მისი მშობლები აცხადებენ, ყველაზე პოპულარული ბიჭი მთელს სკოლაში


image




5.დოროთეა ლანჟი (Dorothea Lange) - "ლტოლვილი დედა"
„მე დავინახე მშიერი, სასოწარკვეთილი დედა. სიტუაციამ მაგნიტივით მიმიზიდა. არ მახსოვს, როგორ ავუხსენი რა მონდოდა ან ფოტოაპარატით რატომ ვიყავი, თუმცა კარგად მახსოვს რომ მას ჩემთვის არაფერი უკითხავს. თანდათან მივუახლოვდი და ხუთი კადრი გადავუღე ერთი და იმავე კუთხიდან. არ მიკითხავს მისი სახელი ან ისტორია. თვითონ მითხრა თავისი ასაკი - ის ოცდათორმეტი წლის იყო!... მიამბო, რომ თავი ახლომახლო მინდვრებიდან მოზიდული გაყინული ბოსტნეულითა და ბავშვების მოკლული ფრინველებით გაჰქონდათ. ახლაც თავისი ძველი მანქანის საბურავები გაეყიდა საჭმლის სანაცვლოდ. შემდეგ თავის კარავთან ჩამოჯდა და ბავშვები ზედ აეკრნენ. თითქოს იგრძნო, რომ ჩემი ფოტოები მათ დაეხმარებოდათ და თვითონაც დამეხმარა. იყო რაღაც თანასწორობა ყველაფერ ამაში.“



image





მადლობთ ყურადღებისთვის.

4
4688
12-ს მოსწონს
ავტორი:სსოოფფიი
სსოოფფიი
4688
  
2013, 1 აპრილი, 1:40
მეორე სურათი არ არის ემოციური
2013, 22 თებერვალი, 22:46
კარგიაააა
2013, 19 თებერვალი, 22:52
ძალიან კარგი სტატიაა .
2013, 19 თებერვალი, 19:14
ვაიმეეე:(კაი პოსტიაა:*
0 1 4