სხვა როგორ მოვკლათ ვამპირი - ვამპირებთან ბრძოლის საშუალებები 2013, 26 თებერვალი, 17:56 დღევანდელ დღეს, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია ვამპირები არ არსებობენ, თუმცა არსებობდნენ თუ არა ისინი წარსულში, ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. თუმცა კონკრეტული ფაქტები და შემორჩენილი საგნები თუ წერილობითი წყაროები ერთის მხრივ ამტკიცებს მათ არსებობას. თანამედროვე მსოფლიომ კი ბევრი არაფერი იცის ამ არსებების შესახებ, მიუხედავად იმისა რომ ფილმები, ტელესერიალები თუ წიგნები ვამპირების შესახებ საკმაოდ გავრცელებული და პოპულარულია. სისხლისმსმელმა ვამპირმა ბოროტი და საზარელის მაგივრად კეთილი და მიმზიდველი სახეც კი მიიღო ზოგიერთ ფილმში(მაგალითად თინეიჯერების საყვარელ ''ბინდი''-ს სერიებში) და კუმირადაც კი იქცა. ადამიანებსაც თითქოს სრულიადაც აღარ ეშინიათ ვამპირების, თუმცა მათ სინამდვილეში არსებობას ცოტა თუ დაუშვებს, რადგან უახლოეს საუკუნეში ისინი თითქოს არ გამოჩენილან, ამბები და მითები მათზე მხოლოდ წარსულიდან შემორჩა. ვამპირებთან ბრძოლისთვის განსაზღვრული წესები და ნივთები არსებობს. პირველი ვამპირსაჭინააღმდეგო საშუალება მზის სინათლეა, რადგან მაშინაც კი სანამ პირველი ვამპირი ვამპირად იქცეოდა, მან იცოდა რომ სამარადისოდ უნდა დამალვოდა მზის შუქს, რომელზეც იგი უბრალოდ იწვება. ვამპირების წინააღმდეგ იყენებდნენ ვერცხლის ტყვიებს და წამახვილებულ იარაღებს, უკეთეს შემთხვევაში ჯვრებს. ასევე აუცილებელი ატრიბუტები იყო ჯვარცმა და ნიორი, ასევე ბრინჯი, გაკვანძული თოკი, ზანზალაკები. ვამპირების თემას კიდევ დავუბრუნდებით, ახლა კი მუზეუმებში დაცული მასალა იხილეთ, მაგრამ პირობას ვერ მოგცემთ, რომ ეჭვი არ შეგიპყრობთ ვამპირების არსებობასთან დაკავშირებით. 199 6-ს მოსწონს 1-ს არა
|