x
image
მატასი
როგორ ვებრძოლოთ სიზარმაცეს
imageსიზარმაცე ის დაავადებაა, რომელიც უამრავ ჩვენგანს აწუხებს, ან სულაც არც აწუხებს. სიზარმაცე, ეს ის მავნე ჩვევაა, რომლის გადაჩვევაც უფრო და უფრო ძნელი ხდება, მასთან ბრძოლის გადადება კი უფრო და უფრო კარგავს აზრს.

ამიტომ თუ საკუთარ თავს დუელში გამოიწვევთ და სიზარმაცესთან შეტაკებასა და მის დამარცხებას გადაწყვეტთ ამ საქმეს დაუყოვნებლივ უნდა მიხედოთ და არ უნდა გადადოთ, რადგან ამ საქმის გადადება სიზარმაცის გამარჯვების პირველი ნაბიჯი იქნება.

როგორ უნდა ვებრძოლოთ სიზარმაცეს, თუ მასთან ბრძოლაც კი გვეზარება? ამ ყველაფრისთვის ნებისყოფის ძლიერი დაძაბვა გვესაჭიროება, მაგრამ არსებობს დამხმარე საშუალებები და წესები, რომლებიც ამ ბრძოლაში დაგვეხმარება.

გთავაზობთ დამხმარე საშუალებათა და დამხმარე წესთა სიას:


დამხმარე 1. რაოდენ უისიამოვნოდ ან უაზროდაც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი პირველი დამხმარე მაღვიძარა იქნება. ძილის წინ თქვენი საათის ან მობილური ტელეფონის მაღვიძარა დილის 7 - 8 საათზე დააყენეთ. ეს გააკეთეთ ყოველ ღამე, სანამ დილით, როდესაც მაღვიძარას უსიამოვნო ხმა გაგაღვიძებთ, კი არ გამორთავთ მას და ძილის გაგრძელებას შეეცდებით, არამედ თავს ადგომას აიძულებთ ბოლოს და ბოლოს. გახსოვდეთ რომ ადრე ადგომა სიზარმაცის საწყისი მტერია, რაც ადრე ადგებით მით მეტ საქმეს მოასწრებთ და მით უფრო საქმიანად იქნებით განწყობილი.

დამხმარე 2. სპორტი - დილის ვარჯიში, თუნდაც სულ 15 წუთიანი ნამდვილად დადებითად წაგადგებათ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ფიზიკური სიძაბუნე გონებრივ სიძაბუნესაც უწყობს ხელს. ამიტომ რაც უნდა გეზარებოდეთ სულ ცოტათი მაინც წაივარჯიშეთ. მაგრამ თუ ვარჯიში არადა არ გეხალისებათ ამ შემთხვევაში გაიხსენეთ თქვენი საყვარელი სპორტის სახეობა, იქნება ეს ფეხბურთი, კალათბურთი, ცურვა თუ სხვა. საყვარელი სპორტის თამაში არავის დაეზარება.

დამხმარე 3. ფილმები - თუ თქვენ სტიმული და მოტივაცია გაკლიათ ან ფიქრობთ, რომ სულერთი იქნება რამეს გააკეთებთ თუ ფეხი-ფეხ გადადებული იჯდებით ადეგით და შეარჩიეთ ფილმები, რომლებიც სტიმულს მოგცემთ, სიცოცხლის ხალისს გაგიღვიძებთ, გაფიქრებინებთ, რომ დაკარგული არაფერიც არ არის და წარმატებისკენ გიბიძგებთ. ასეთი ფილმის ყურების შემდეგ გაცილებით ადვილია მოქმედება და რაც მთავარია ისინი ობტიმისტურ განწყობაზე გვაყენებს.

წესი 1. გადადგი პირველი ნაბიჯი - დაწყება ყველაზე ძნელია, ამიტომაც აუცილებლად უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი.

წესი 2. აკეთე თუნდაც ცუდად. არსებობს ანდაზა ''ცუდად შრომას ცუდად ჯდომა ჯობიაო'', მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ ცუდად შრომა უფრო დაგეხარებათ. იცოდეთ, რომ ცუდის გაუმჯობესება შესაძლებელია.

წესი 3. მოქმედება - გახსოვდეთ, რომ მოქმედებას მოქმედება მოსდევს. უმოქმედობას კი უმოქმედობა.

4
421
8-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
421
  
2012, 11 ოქტომბერი, 17:18
კარგი რჩევაა
2012, 11 ოქტომბერი, 15:59
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
2012, 11 ოქტომბერი, 15:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4