სხვა ვაჟა-ფშაველას აფორიზმები და გამონათქვამები 2 ნაწილი 2013, 25 თებერვალი, 17:43 1.არ ვარგა ერთურთიკილვა, უგზოდ სიტყვების რახუნი. ("საახალწლო") 2.არ დაეკარგვის ამაგი, ვინც სამშობლოსა უვლისა. ("წმინდა ნინო") 3. არ მინდა თავს ლეშად ვგრძნობდე, უსულოდ გდებულს, ტიალად.("გულო არ გატყდე") 4. არ ვაქელინოთ სამშობლო მეტოქეს ათასგვარასა. ("მხედართა ძველი სიმღერა") 5.არ მომწონს ფაცი ფუცობა სულ-სწრაფთ, უმეცართ ხელობა. ("მთამ სრულიად სხვა თქვა") 6.არ ვუღალატებ სიცოცხლით გზას ჩემს ეკლიანს სავალსა. ("ნაღველი") 7.არ ესმის სხვისა ტკივილი სხვასაო. ("გამამერია ჭაღარა") 8.არ მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რით გავს ენა მდინარეს? იმითი, რომრაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნულად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს, მიმდინარეობას იმ ჟამით ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგეუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს. 9.არა მოგცა რა ლამაზის სიტყვებით ამაყობამა. ("ქებათა-ქება") 10.არც ის მგონია ბიჭობა, ვისაც ერევი ახჩობდე, ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, რომ სხვას დამხჩვალსა სწამლობდე. ("ის კი არ არის ბიჭობა"). 11. არც კაი ბოლო იმათ აქვს, ვინც ერთურთს აუხირდება. ("ბახტრიონი") 12.არც თქვენ შეგჩებათ ერთი დრო, ვინც ხმა-მაღლა ჰყივითა. ("მზევ ნუ გაშინებს ღრუბელი"). 13.არწივის ხელით მოკლული ყვავი რა დასაგმობია?! ("არწივი და ყვავი") 14. ახ რა ცუდია, რა ცუდი, გზაარეულად მსჯელობა, ცეცხმოდებულის ერისა თავისი თავის მტერობა! ("ილიას საღამო"). 15. ახალთაობის წესიერად აღზრდისათვის საჭიროა დედაენაზე სწავლება, დრომდის მაინც აუცილებლად, სამშობლოს ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა. ("წერილები მეგობართან") 16.ბავშვი მანამ მოლაშქრეობას შეძლებს, ჯერ ყბედობს და სახელიც მაშინ ერქმევა. ("გაზვიადებული საკითხავი") 17.ბედი ხან ბატონსა წყალობს, ხან გაუღიმებს მონასა. ("უიღბლო იღბლიანი") 18.ბედნიერი ვარ ორომც კი ქვეყანამ მიცნოს კაცადა. (" გლეხის სიმღერა") 19. ბედნიერი მაშინ ვარ, რომ ვიტანჯვი სხვისთვისა. ("არვის არ გემდურით") 20. ბევრად სჯობია სიკვდილი მშობელი დედის წყენასა. ("გაზაფხულის სურათები") 2423 შეფასება არ არის
|