დღესდღეობით, უამრავ ადამიანს აწუხებს წონის პრობლემა.ისინი ცდილობენ სხვადასხვა გზით დაიკლონ წონაში, შედეგი კი ხშირად არასასურველია:შერყეული ჯანმრთელობა, დარღვეული ნივთიერებათა ცვლა და ა.შ.გთავაზობთ ერთ უსაფრთხო და მეტად ეფექტურ დიეტას, რომელიც 1999 წელს შეიმუშავა კიმ პროტასოვმა.დიეტის ხანგრძლივობა 5 კვირაა.
მაშ ასე, პირველი კვირის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ ქორფა ბოსტნეული, ასევე 5%-იანი იოგურტი და ყველი.შეგიძლიათ რაციონს დაუმატოთ დღეში 1 ცალი მოხარშული კვერცხი.ამ დიეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეული დღის ნებისმიერ მონაკვეთში - დილით, შუადღისას, საღამოთ, ღამითაც კი, თანაც ნებისმიერი რაოდენობით, რამდენსაც თქვენი კუჭი აიტანს.ჩაი, ყავა თავისუფლად შეგიძლიათ დალიოთ, სასურველია უშაქროდ.რაც შეეხება წყალს, აუცილებელია დღეში 2 ლიტრის დალევა.თუ ძალიან მოგშივდათ, შეგიძლიათ დამატებით სამი ცალი მწვანე ვაშლი შეჭამოთ.რაციონიდან მაქსიმალურად გამორიცხეთ მარილი და შაქარი.
რაც შეეხება მეორე კვირას, ბოსტნეულის გარდა არაფრის ჭამა აღარ მოგინდებათ.საოცარია, მაგრამ მათ შორის არც ვაშლისა და კვერცხისა.სტატისტიკურად, დიეტის მეორე კვირის ბოლოს ადამიანები თავს ძალიან მსუბუქად და კარგ გუნება-განწყობაზე გრძნობენ.
მესამე კვირიდან ბოსტნეულსა და ყველს ყოველდღიურად 300 გრ მოხარშული ძროხის ხორცი ან თევზი დაუმატეთ.სამაგიეროდ, შეზღუდეთ იოგურტის რაოდენობა.დიეტის დაწყებიდან მესამე კვირის ბოლოს საოცარ შედეგს დაინახავთ.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რაციონში შედის ბოსტნეული, კვერცხი, ხორცი, ყველი და იოგურტი.დიეტის დაწყებიდან მეხუთე კვირას გარშემომყოფების თვალწინ "დნობას"დაიწყებთ.
წარმატებებს გისურვებთ!