პოეზია მე ერთი მიყვარს ამ ქვეყნად... 2013, 24 თებერვალი, 23:25 ![]() მე ერთი მიყვარ ამ ქვეყნად, სხვანი წარსულში დავფალი, ჩემთვის ის ერთადერთია, მძულს სხვათა გამონაცვალი; ის სანუკვარი განძია, ვარსკვლავი ამომავალი, ჩემი ოცნების კშკია, გრძნობათა შთამომავალი. მისთვის მოვიკლებ სიამეს, სხვა დანარჩენი გმირობით, თუნდაც დამჭირდეს მტკიცება სიტყვით, საქმით და პირობით, თვალს არ ავუხვევ უნიჭო მოჩვენებითი ზრდილობით. ვცდი მასთან მთელი სიცოცხლე გავლიო სიამტკბილობით. “სიყვარულს მალვა უხდების"-არ დაეთანხმო ძნელია, მისკენ სავალი ბილიკი ჯერ კიდევ გასავლელია, რაც წინ მივიწევ მით უფრო, მრავალი განსაცდელია, ყველაზე ცუდი ის არის, გზის ბოლოს, რომ არ გველიან... თავიდან ვიწყებ ყველაფერს, ზურს უკან ნაკვალევია მე ერთი მიყვარს ამ ქვეყნად... მას კი ვინ?- გასარკვევია!.. P.S ეს ლექსი მომიძღვნა ერთმა კეთილმა ადამინმა, რომელიც ციხეში იჯდა და ამ ლექსისი გამოგზავნიდან სამ დღეში ციხეში გარდაიცვალა(ჭლექით) 48 3-ს მოსწონს
|