სიახლეები ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა ბიზნესმენი 2013, 23 თებერვალი, 16:43 ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა ბიზნესმენმა თავისი რიგით მესამე საქმე დაიწყო 9 წლის ასაკში. ჰარი პატერსონმა თავისი პირველი ბიზნესი დაიწყო, როდესაც ის მხოლოდ 7 წლის იყო.
მან დაიწყო სასუქიანი ტომარების გაყიდვა, რომელთა ღირებულება 1 ფუნტი სტერლინგი იყო. შემდეგ მან გახსნა საკუთარი ინტერნეტ-მაღაზია აუქციონ eBay-ზე, სადაც აქტიურად ყიდდა საქველმოქმედო მაღაზიებში შეძენილ საქონელს. ინტერნეტ ვაჭრობამ ბიჭუნას 150 ფუნტი სტერლინგი მოუტანა. ჰენრი ძალიან მაგონებს 1987 წლის ფილმის "უოლ სტრიტის" გმირ გორდონ გეკოს. მან გახსნა საკუტარი ინტერნეტ მაღაზია «Not Before Tea», რომელიც ტკბილეულობით ვაჭრობს. მაღაზიის არსებობის პირველიევ კვირაში მან მიიღო 100-ზე მეტი შეკვეთა და გამოიმუშავა თავისი პირველი 10 ფუნტი სტერლინგი. ბიჭუნა, რომელმაც თავისი ბიზნესი ნულიდან დაიწყო, არც თუ ისე ცუდად ერკვევა მარკეტინგში. მან თვითონ შეიმუშავა მაღაზიის ლოგოტიპი და აკეთებს გაყიდვების რენტაბელობის შეფასებას. ეხლა ჰენრი მაღლა აწეული თავით არიგებს თავის სავიზიტო ბარათებს მშობლიურ სკოლა Swanbourne House School-ში. ბიჭუნას საკმაოდ შორსმიმავალი გეგმები აქვს, ის გეგმავს ფილმის გადაღებას თავისი მაღაზიის პერსონაჟების მონაწილეობით. ვაჭრობის გაუმჯობესებისათვის მან მოიგონა ორი წრუწუნა პიპი და შერბეთი, რომლებიც ლოგოზეა გამოხატული. ეხლა ჰენრის დედა ეხმარება. მისი პარტნიორობით ბიჭუნა მართავს ინტერნეტ მაღაზიას. 52 წლის იულიანი, ჰენრის მამა მარკეტინგის პროფესორია, სავარაოდოდ სწორედ მან მოახდინა ასეთი გავლენა შვილზე. "ჩემი მეგობრები გაოცდნენ, როდესაც გაიგეს, რომ მე ინტერნეტ-მაღაზია გავხსენი, თუმცა მე ადრეც ვქმნიდი ბიზნეს პროექტებს" აცხადებს ჰენრი. ის დარწმუნებულია თავისი ბიზნესის წარმატებაში "ვინ თუ არა ბავშვმა იცის როგორი ტკბილეული მოსწონთ ბავშვებს". ჰენრი იღებს გაყიდვების 5%-ს. თანხა მის პერსონალურ საბანკო ანგარიშზე ირიცხება. ბიჭინა აპირებს 16 წლამდე ამ ბიზნესით იყოს დაკავებული, ხოლო შემდეგ გეგმავს სხვა უფრო დიდი ბიზნესის დაწყებას. 130 2-ს მოსწონს
|