სიახლეები Facebook-ის აქციები 14% დაეცა 2012, 29 ივლისი, 17:58
ციფრი 32% მეტყველებს, რომ შემოსავლების ზრდის ტემპი კომპანიაში თანდათან ეცემა. 2008-2009 წლებში ის 100% შეადგენდა ხოლო 2012 წლის პირველ კვარტალში 44%-ს. კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი კლება უკვე მეორე სესიაა რაც გრძელდება. წინა დღეს Nasdaq-ზე ვაჭრობა სოციალური ქსელის აქციების კოტირების 6% შემცირებით დაიწყო ხოლო ამ მაჩვენებელმა დღის ბოლოს 8%-ს მიაღწია. ინვესტორებმა აქციების გაყიდვა არა მარტო ფინანსური ანგარიშგების გამო დაიწყეს, არამედ ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა თამაშების შემქმნელის Facebook Zynga-ს განაცხადი მნიშვნელოვანი დანაკარგების შესახებ. მაისიდან კომპანიის აქციები თითქმის 40%-ით გაიაფდა. 47 3-ს მოსწონს
|