ფეხბურთი ჩელსი, საფეხბურთო გუნდი, რომელიც... 2012, 19 აპრილი, 19:59 ჩელსი-ბარსელონა ამ საუკუნის კლასიკურ დაპირისპირებად იქცა, ამ მატჩების დაძაბულობა ელ კლასიკოსაც არ ჩამოუვარდება. გუშინ, 18 აპრილს, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თამაში გაიმართა ჩელპიონთა ლიგის 1/2 ამ გუნდებს შორის. ნეიტრალურმა გულშემატკივარმა ისიამოვნა თუ არა არ ვიცი, მაგრამ მე დიდად ვერა. არა იმიტომ, რომ ბარსამ წააგო, არამედ იმიტომ რომ ფეხბურთს სტადიონზე ერთი გუნდი თამაშობდა და მეორე 10 კაცით იდგა საჯარიმოსთან. ბევრი იტყვის, რომ ბარსასთან ეს ჩვეული სცენარია და სხვანაირად ვერ მოუგებ. შეიძლება ასეცაა, მაგრამ ხომ უნდა სცადონ?! თუ მართლა შედეგია მთავარი და აბრამოვიჩის გახარება?! ნუთი ლონდონელები ამ ყველაფრით სიამოვნებას იღებენ?! არ ვიცი, არ ვიცი, მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩელსი იბრძოდა ისე, თითქოს ბარსელონა გუნდი კი არა ოკუპანტი ყოფილიყოს და ავტომატებით მიდგომოდნენ ლონდონს. ჩელსი არ თამაშობდა, ჩელსი იბრძოდა.
მოკლედ ბარსას არ გაუმართლა, ჩელსის ბრძოლამ შედეგი გამოიღო. დროგბამ დაამტკიცა, რომ დიდი თავდამსხმელია და ტორესის ადგილი სკამზეა. წვიმიანი ლონდონი ვერაა კატალონილებისთვის კარგი ადგილი სათამაშოდ და უკვე ერთ კვირაში სახლში გადაწყვეტენ ყველაფერს. აუცილებლად ფეხბურთმა უნდა მოიგოს. წყარო 14 2-ს მოსწონს |
http://geoantimadridista.wordpress.com/
აი ამ ბლოგიდან ავიღე ჩემი სტატია.