სხვა ლამაზი მკერდი, მკერდის გაზრდა ვარჯიშის საშუალებით 2013, 22 თებერვალი, 18:46 თემა რომელიც ქალბატონებს აწუხებს:
რა სურთ ქალებს? რა არ მოსწონთ საკუთარ გარეგნობაში? და რა ცვლილებას შეიტანდნენ ისინი საკუთარ თავში?
ყველა ქალის ოცნებაა ჰქონდეს ისეთი ლამაზი მკერდი, რომელიც მამაკაცებში აღფრთოვანებას და ქალებში კი შურს აღძრავდა, საიდუმლო არავისთვისაა, რომ ქალის მკერდი ყოველთვის მამაკაცის ყურადღების ობიექტია. მაშინაც კი, თუ ის თქვენი სიარულის რიტმთან შეთანხმებული თეძოების მიხვრა-მოხვრითაა მოჯადოებული, თანდათან თვალი მაინც ზევით-ზევით გაექცევა და ბოლოს მზერა მაცდუნებელ სამკაულზე შეჩერდება.
მაღალი, მკვრივი მკერდი უდავოდ სამკაულია, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს.
ამაზ მკერდს პირველ რიგში მისი ზომა, ფორმა და სიმკვრივე განსაზღვრავს. თუმცა, სტატისტიკურად დადგენილი ყოფილა, რომ ქალების უმეტესობა საკუთარი მკერდის ზომით უკმაყოფილოა და სიამოვნებით გაიზრდიდა მის მოცულობას.
მკერდის ფორმის შენარჩუნება კი არც ისე ადვილია, კუნთის გასამაგრებლად ვარჯიშის დროულად დაწყებაა საჭირო.
მკერდის ზომის საგრძნობლად გაზრდაზე ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით, როგორც წესი მხოლოდ ოცნებებად რჩება ხოლმე. ქალის მკერდი - კუნთოვანი ქსოვილი არ არის, ის არის ცხიმოვანი ან დამაკავშირებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკერდის ვარჯიშების გაკეთება ქალბატონებისათვის არ არის საჭირო, ამ ვარჯიშების დახმარებით თქვენ შეძლებთ მკერდის ფორმის გაუმჯობესებას, ასევე ბიუსტჰალსტერის ზომის გაზრდას ზუსტად 1 ზომით, ასაკის მატებასთან კი სარძევე ჯირკვალი არ ჩამოიწევს დაბლა საკუთარი წონის გამო.
თუ გსურთ გქონდეთ ლამაზი და მიმზიდველი ფორმის მკერდი ჩვენ შემოგთავაზებთ ვარჯიშებს:
საწყისი მდგომარეობა: დაწექით გულაღმა. ხელებში ჰანტელები გიჭირავთ.
იდაყვში ოდნავ მოხრილი ხელები თქვენს წინ მოათავსეთ. ჩაისუნთქეთ, იდაყვების გაუსწორებლად დაიწყეთ ხელების ნელი გაშლა, სანამ არ შეეხებით იატაკს და მაშინ კი ამოისუნთქეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და გააკეთეთ იგივე 15-20-ჯერ.
წევხართ მუცელზე, ფეხები გაშლილია და ეყრდნობა ცერებს ისე, რომ წვივის ზედა ნაწილი იატაკსაც ეხება. გაშლილი ხელებით ვეყრდნობით იატაკს, ხელისგულები მხრების სისწორეზეა.საწყისი მდგომარეობა: ვხრით ხელებს და ვეშვებით შეძლებისდაგვარად ახლოს იატაკთან, იდაყვები ახლოსაა სხეულთან. შემდეგ ნელ-ნელა, რბილად ვიწყებთ სხეულის აზიდვას, წამოვიწევით წინ კატასავით და ვჭიმავთ სზეულს. ვუბრუნდებით საწყის მდგომარეობას და იმავეს ვიმეორებთ 8-10-ჯერ.
საწყისი მდგომარეობა: დადექით მუხლებზე. ხელები მხრების სისწორეზეა გაშლილი, ხელისგულებით ქვევით, წინ მიმართული თითები – მარაოსავით გაშლილი.სხეულის ქვედა ნაწილი მოვადუნოთ, ფეხები გავშალოთ. დატვირთვა ძირითადად მხრებზე და ხელებზეა. მოვხრით ხელებს, მხრებს მივმართავთ იატაკისკენ ქვევით და მერე ზევით. თავი ზევით, ხოლო მზერა მიმართულია წინ. ასეთ მდგომარეობას ვინარჩუნებთ 60 წამის განმავლობაში. შემდეგ კი საწყის მდგომარეობას ვუბრუნდებით. ვისვენებთ 20 წამი. ვარჯიშს ვიმეორებთ 3-ჯერ.
ერთერთი ეფექტური ვარჯიში - აზიდვები.
ვარჯიში ადვილია, დადექით კედლისკენ სახით, ხელები მიაყრდენით და იატაკიდან აზიდვები დაიწყეთ.
ვარჯიში ნელ ტემში სრულდება 3 მისვლა თითოეული 10 აზიდვა.
გამოიყენეთ რჩევები და დატკბით ლამაზი მკერდით, აიხდინეთ ერთ - ერთი ოცნება, აჩუქეთ საკუთარ თავსა შეუდარებლად ლამაზი მკერდი. |