ფეხბურთი კრიშტიანუ რონალდო ბრუნდება 2013, 22 თებერვალი, 10:07
ტრანსფერის განხორციელებაში გადამწყვეტი ალბათ სერ ალექს ფერგიუსონის ფაქტორი იქნება, რომელსაც ფეხბურთელი თავის მეორე მამად მიიჩნევს. გარდა ამისა, მაღალი ხელფასი, რომლის გადახდაც კრიზისის პირობებში ესპანურ კლუბს გაუჭირდება, მანჩესტერი კი ამისთვის მზადაა. განიხილება კვირაში 220 000 ფუნტი მანამდე, სანამ უეფა ხელფასთან დაკავშირებით შესაძლო შეზღუდვებს არ შემოიღებს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ამერიკული გიგანტის General Motors-ის ფაქტორი, რომლის ერთერთი ბრენდი Chevrolet მომავალი წლიდან მანჩესტერის სატიტულო სპონსორი ხდება. ამერიკული ავტოკონცერნი მზადაა რეკლამის სანაცვლოდ სერიოზული შეთავაზება გაუკეთოს პორტუგალიელს. 565 7-ს მოსწონს
|