ესე დაფიქრებულხარ ?? ცხოვრებაზე??? 2013, 22 თებერვალი, 2:49 საბედნიეროთ, ხშირად არ მაქვს დრო, მაგრამ ზოგჯერ, რომ დავფიქრდები ცხოვრებაზე ვხვდებირა რა მოსაწყენია. ნელანელა ადამიანი კარგავს ღირსებებებს, ფასეულობებს, მათთვის აღარც ადამიანობა არსებობს, არც მეგობრობა და ალბად არც სიყვარული. ყველა საკუთარი გადარჩენისაკენ ილტვის, დასახული მიზნის მისაღწევად შეუძლიათ სხვა დაჩაგრავენ. თითქოს ის ადამიანობა, მეგობრობ, სიყვარული, ასე ხშირად, რომ ვეცნობი ლიტერატურ ნაწარმოებსა თუ მხატვრულ ფილმებში, მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოპია. რატომ არის რომ ამა თუ იმ პიროვნებას უმიზეზოდ ვიძულებთ, რადგანაც გვგონია, რომ იგი ჩვენზე მეტია და შემდეგ როგორც ადამიანებს გვჩვევია, ბევრი ჭორი მის მიმართ. რატომ არის, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს მყისვე ვრიყავთ ჩვენი ცხოვრებიდან? რატომ გვიჭირს ქველმოქმედების გაღება? ხომ შეიძლება ოდესმე ჩვენც დაგვჭირდეს? რატომ არის, ტრაგედია იმის შესახებ, რომ საკუთარი შვილისათვის პურის ფული არ გაქვს და მეორე მშობლის წუხილი იმის შესახებ, რომ მისი შვილი ჰარვარდის უნივერსიტეში ვერ სწავლობს. ეს ორი უკანასკნელი ერთნაირად სწუხს საკუთარ ტრაგედიაზე. რატომ არის, რომ კაცი რომელიც დღედაღამ ფიზიკურად შრომობს, ელემენტარული სახსრები არ გააჩნია ოჯახს მინიმუმი საარსებო პირობები შეუქმნას. რატომ არის, რომ საზოგადოების ის წევრები, რომლებიც კვირაში ერთი დღე ოფისში შეირბენენ და სწორედ ისინი “ეთამაშებიან მილიონებს" რატომ არსებობს შური? რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს სხვისი ბედნიერებით გაიხარონ? რატომ ილაშქრებენ უმოწყალოდ ერთმანეტზე?.................... ჩვენ ადამიანებს გვგონია, რომ ერთმანეთის გარეშე რაღაცას წარმოვადგენტ, დავფიქრდეტ ვინ ვართ და რასწარმოვადგენთ................. “ადამიანები ისე ცოცხლობენ, თითქოს არასოდეს მოკვდებიან და ისე კვდებიან თითქოს არც უცოცხლიათ" გაბრიელ გარსია მარკესი 42 2-ს მოსწონს
|