x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
როგორ გავხდეთ ტელეპატი
image

ტელეპატია ანუ აზრების გადაცემა. არსებობს ტელეპატიის რამდენიმე ვარიანტი

1.აზრების გაცვლა ფხიზელ ადამიანებს შორს.

2.აზრების გაცვლა ფხიზელსა და მძინარე ადამიანს შორის.

3.შემთხვევა როცა გარდაცვლილი ადამიანი აგზავნის სიგნალს ამ სამყაროში.



აქედან ყველაზე მისაღები და პრაქტიკულად გამოყენებადი პირველია, ამიტომ შემოგთავაზებთ რამდენიმე პრაქტიკულ ვარჯიშს მის დასაუფლებლად.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ადამიანს უნდა დაეუფლოს ამ უნარს, მაშინ მას უნდა შეეძლოს ყურადღების კარგი კონცენტრაცია.


ვარჯიში 1. ვთქვათ მიდიხართ ქუჩაში რომელიმე ადამიანის უკან, ხანგრძლივად და ჯიუტად დააკვირდით ამ ადამიანს ზურგში, თან სურვილი უნდა გქონდეთ რომ მან შემოგხედოთ. ამასთან გარშემო მყოფი საგნების არანაირ ყურადღებას არ უნდა აქცევდეთ და მხოლოდ ზურგზე და თქვენს სურვილზე იყოთ კონცენტრირებული. ვარჯიში უნდა შეასრულოთ დღეში ერთხელ მაინც. როგორც კი შედეგს დაინახავთ შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ვარჯიშზე.


ვარჯიში 2. ქუჩაში შემხვედრი ადამიანი უნდა აიძულოთ მობრუნდეს მარცხნივ. უყურებთ ამ ადამიანს თვალებში და თავში გაქვთ მხოლოდ ერთი რამ - "შენ უნდა მობრუნდე აქეთ(ან იქით )".

მობრუნება შეიძლება ჩაანაცვლოს სხვა მოქმედებამ, ოღონდ ვინაიდან საწყის ეტაპზე ხართ, იგი საკმარისად მარტივი უნდა იყოს.


ვარჯიში 3. 2-ში გარკვეული პროგრესის მიღწევის შემდეგ შეგიძლიათ სთხოვოთ მეგობარს ან ადამიანს რომლის მიმართაც სიმფათიით ხართ განწყობილი (ეს მნიშვნელოვანია), დღე-ღამის გარკვეულ დროს დაჯდეს მშვიდად და არაფერზე არ იფიქროს. ამ დროს თვენც მარტოვდებით მშვიდ და ნაკლებად განათებულ ადგილას და გონებაში წარმოიდგენთ ამ ადამიანს. კონცენტრირებული უნდა იყოთ მხოლოდ მასზე-იმ დონემდე რომ თითქმის ნათლად უნდა ხედავდეთ მის გმოსახულებას. გონების მთელი დაძაბვით ფიქრობთ რომ მან შეასრულოს რაღაც მოქმედება. ვარჯიშის შემდეგ ეკითხებით თუ რას ფიქრობდა ამ დროს ან რას აკეთებდა. აღსანიშნავია რომ დიდი შანსია გადაცემული აზრი მან საკუთარ აზრად მიიღოს, ამიტომ აუცილებლად კითხეთ რაზე ფიქრობდა ან რა სურვილი ქონდა შეთანხმებულ მომენტში.


ეს სამი ვარჯიში ძალიან კარგი დასაწყისია მათთვის ვისაც სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი დაკავდეს ტელეპატიით. მთავარია არ შევიტანოთ მცირედი ეჭვიც კი იმაში რასაც ვაკეთებთ და არ შეგვაშინოს დასაწყისში წარუმატებლობებმა ან უშედეგო მცდელობებმა. მას შემდეგ რაც კარგად დავეუფლებით ამ ვარჯიშებს შეგვიძლია გადავიდეთ უფრო რთულზე მაგ როგორიცაა სახელების, ციფრების ან წინადადებების გადაცემა აზრით(ვარჯიშების მოფიქრება უკვე მარტივად შეიძლება ვიცით რა, რომ ჩვენი მიზანია აზრის გადაცემა ). კარგი იქნება თუ ვივარჯიშებთ მეგობართან ერთად(წყვილში).




2
2475
3-ს მოსწონს
ავტორი:მანანა5
მანანა5
2475
  
2020, 6 დეკემბერი, 20:56
როგორ განვთავისუფლდე ტელეპატიისგან და ეს მუდმივი უ და იყოს თუარა და სულ მუდმივად ასე ყოფნა ნორმალურია თუ არა?
2014, 24 მარტი, 21:17
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩემს ჯგუფს :)

https://www.facebook.com/groups/194419507397196/
0 1 2