სალათები ბოსტნეულის სალათი სუხარიკებით 2013, 21 თებერვალი, 21:26 ჯანმრთელი კვება ჩვენთვის არამარტო სასარგებლო, არამედ უბრალოდ აუცილებელია. დღევანდელი ცხოვრების პირობებისა და რიტმის გათვალისწინებით საჭმლის მოსამზადებლად ან დრო არ არის საკმარისი, ან პროდუქტები, ან კი იმდენად ძნელად გვეჩვენება მომზადების რეცეპტი, რომ ისევ კვერცხის შეწვას ან ბუტერ-ბროდის გაკეთებას ვამჯობინებთ. სინამდვილეში კი არც ისე რთულადაა ყველაფერი და თუ ოდნავ ენთუზიაზმს გამოვიჩენთ და არ დავიზარებთ, აღმოვაჩენთ რომ არსებობს ერთობ მარტივი რეცეპტები. ახლა სწორედ ერთ-ერთ მათგანს შემოგთავაზებთ. ბოსტნეულის სალათი სუზარიკებით - გემრიელი და სასარგებლო, ამავდროულად მარტივად მოსამზადებელია და არც ბევრ პროდუქტს მოითხოვს. მასალად დაგჭირდებათ: თეთრი კომპოსტო, პომიდორი, წითელი ხახვი, დასუხარებული პური, მწვანილი(კამა ან სხვა), ნიორი, ყურძნის ძმარი, სიმინდის ზეთი, მარილი და პილპილი. ხახვს, კომბოსტოს და კამას დავჭრით, როგორც სურათზეა ნაჩვენები, სადუხარებულ პურს დავყოფთ წვრილ კუბიკებად, ასევე პატარა კუბიკებად დავჭრით პამიდორს. ნიორს დავჭრით წვრილად და დავუმატებთ დანარჩენ პროდუქტებს. ამ ყველაფერს მოვასხავთ ძმარი, ზეთი და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შემდეგ ავურიოთ კარგად და დავაცადოთ რამდენიმე წუთი. ბოლოს უკვე შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ. იმედია მოგეწონებათ სალათი, მე კი კვლავ შემოგთავაზებთ მარტივ, საინტერესო და სასარგებლო რეცეპტებს. 258 7-ს მოსწონს
|