ფეხბურთი
ანდერსონმა მანჩესტერიდან წასვლა გამორიცხა
2013, 21 თებერვალი, 12:12
მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა ოლივეირა ანდერსონმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე კლუბის შესაძლო დატოვების შესახებ. "ჭორები მანჩესტერიდან ჩემს შესაძლო წასვლაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. კლუბი ჩემით კმაყოფილია. მიუხედავად მრავალი ტრავმისა, დანებებას არ ვაპირებ. მანჩესტერიდან სად შეიძლება წახვიდე? მხოლოდ ბარსელონაში ან რეალში?", - უთხრა ჟურნალისტებს ბრაზილიელმა.