x
image
სალო123
სხვადასხვა ქვეყნის სასაცილო ანდაზები გიორგი ჯანელიძისაგან

imageუიმორისტი გიორგი ჯანელიძე, თავის ფეისბუქის გვერდზე არაერთ სასაცილო და საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს . ამჯერად გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნის ანდაზებს გიორგი ჯანელიძისაგან:

“ავღანური ანდაზები
აქლემს ჰკითხეს, კისერი მრუდე რატომ გაქვსო და სწორი რა მაქვს რომ?!
ქვემოთ გადააფურთხებ, წვერზე დაგეწუწება, ზემოთ -ულვაშზეო.
წყალწაღებული ქაფს ეჭიდებოდაო.
რაც უნდა სახელოვანი ძროხა იყოს, მისი ბოლო მაინც შაურმააო.
უკუდო ძროხას როგორ გაყიდიო და ვიტყვი, რომ ახლა ასეთებია მოდაშიო.
ცოცხალი ტახი ზემოთ არ იხედებაო.
ქელეხში ყველანაირი ტირილი წავაო.
სასწორი არა მაქვს, მაგრამ ბრმა კი არა ვარო.
ბავშვი მარტო ყურები კი არ არისო.
ბუზმა მკვდარი დროზე თუ არ მიატოვა, შეიძლება ზედ მიამარხონო.
ერთმა კოღომ მთელი ფუფუ გააფუჭაო.

თათრული ანდაზები
შუა გზიდან მობრუნებასაც გამბედაობა უნდაო.
საჭმელმა თუ არ გაგაძღო, ტაფის ლოკვა რას გიზამსო.
მე აქლემი გაჩუქე და შენ ღილს მჩუქნიო.
მდიდარმა ჩაიცვა -მშვიდობაშიო, ღარიბმა ჩაიცვა -ვის მოპარეო?
ვინც ადრე მოკვდება, სასაფლაოზეც ის მიასწრებსო.
თუ ვერ გამჩნევენ, დაახველე მაინცო.
მოლას სახელოც დიდი აქვს და ჯიბეცო.
თუ კისერი გაგიძლებს, დიდი თავი გერჩივნიაო?!
დაბალი კაცი, ყოველთვის ახალგაზრდააო."

1
682
7-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
682
  
2013, 21 თებერვალი, 12:00
:))))))))))))))))
საინტერესო და ზოგიც მართლა ახლოს იყო ჩვენს გაგებასთან
0 1 1