ქალი და მამაკაცი ქალების მიერ მამაკაცის სახეებისადმი უპირატესობის მინიჭება 2013, 20 თებერვალი, 19:42 მამაკაცის რომელ სახეს ჩათვლის კონკრეტული ქალი მიმზიდველად?მკვლევართა ჯგუფმა ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ამ კითხვაზე პასუხი, ნაწილობრივ, დამოკიდებულია ქალის მენსტრუალური ციკლის ფაზაზე.მამაკაცების სახეებს, რომლებიც ექსპერიმენტში გამოიყენებოდა, კომპიუტერის დახმარებით ისე ცვლიდნენ რომ მიეღოთ დიაპაზონი შედარებით მასკულინური სახიდან შედარებით ფემინურ სახამდე. როდესაც ქალებს “გრძელვადიანი ურთიერთობისთვის" სთხოვდნენ ყველაზე მიმზიდველი სახის ამორჩევას, ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ იმ სახეს, რომელსას შედარებით ფემინური შეხედულება ჰქონდა: როგორც ჩანდა, მამაკაცის უფრო მეტად ფემინური სახე მეტყველებდა იმაზე, რომ ის სანდო და საიმედო პარტნიორი იქნებოდა გრძელვადიანი ურთიერთობაში. თუმცა, აჩევანი “მოკლევადიანი ურთიერთობისთვის" დამოკიდებული იყო იყო ქალის მენსტრუალურ ციკლის ფაზაზე. ის ქალები, რომლებიც მენსტრუალური ციკლის იმ ფაზაში იმყოფებოდნენ, როდესაც ყველაზე მაღალია დაფეხმძიმების რისკი, არჩევანს შედარებით მასკულინურ სახეზე აჩერებდნენ.როგორც ჩანს, დაფეხმძიმების შესაძლებობამ გადაანაცვლა ქალების არჩევანი იმ სახიდან, რომელიც იტყობინებოდა რომ მისი მფლობელი “კარგი მზრუნველი" იქნებოდა, იმ სახეზე, რომელიც მეტყველებდა, რომ მისი მფლობელი “კარგი გენების მატარებელი " იყო. 213 8-ს მოსწონს
|