x
image
ლიზა
"ენის დღიური" (ჩემი დაწერილი)
imageღამე იყო...ცა კაშკაშა ვარსკვლავებით მოჭედილიყო, ირგვლივ სიჩუმე სუფევდა.მხოლოდ ერთი სახლის აივანზე გოგონა მოჩანდა, რომელსაც დროდადრო ქარი ურხევდა თმას.ენი ფიქრობდა თავის დაკარგულ სიყვარულზე და თან ტიროდა. სწორედ მაშინ, მან აიღო თავისი დღიური, გადაშალა და წერა დაიწყო:

-ოცდაორი წლის ვარ, მაგრამ სიყვარულში არცერთხელ არ გამიმართლა.ცალმხრივად რომ ვიყავი შეყვარებული, საშინლად ვიტანჯებოდი, მაგრამ შემდეგ საბა გავიცანი.მე და ის ანტალიაში, ზღვაზე შევხვდით ერთმანეთს, ორივე დასასვენებლად ვიყავით ჩასული.პლაჟზე სულ მიყურებდა და ბოლოს მითხრა მომწონხარ, შენნაირი ლამაზი გოგო ჯერ არ მინახავს და თუ უარს არ მეტყვი რესტორანში დაგპატიჟებო. მერე ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ... ისე მოხდა რომ მე და საბას ერთმანეთი შეგვიყვარდა.მთელ დღეებს ერთად ვატარებდით.მეუბნებოდა მე შენ ერთი ნახვით შემიყვარდიო და მეც მჯეროდა...უიმისოდ ერთი წუთიც ვერ ვძლებდი, ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით.

დიდი ხანი მეგონა, რომ ჩემი და საბას სიყვარული ნამდვილი იყო და ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებოიდით..მაგრამ ერთ დღეს საბამ მითხრა მე თბილისში ვბრუნდებიო.აღელვებული იყო და მიზეზი რომ ვკითხე დამიყვირა: - აღარ მიყვარხარ, ყელში ამომიხვედი, მეზიზღებიო...მე ვუსმენდი და ყურებს არ ვუჯერებდი.მეგონა ხუმრობდა და ჩავეხუტე, სულელო რას ამბობ, მან კი ხელები გამაშვებინა და ძირს დამაგდო, კარი გაიხურა და მომაძახა კარგად იყავიო...ეს რომ გავიგე, გავაცნობიერე რომ მიმატოვა და მიწაზე მოწყვეთით დავეცი.თვალები, რომ გავახილე საავადმყოფოში მარტო ვიყავი, დავიწყე ტირილი და იქიდან გამოვიქეცი...

ერთი თვე ადამიას არ ვგავდი, ვერ ვხვდებოდი რა მოხდა, რა დაემართა საბას.ჩემს თავს არ ვპატიობდი რომ მას დავუჯერე.


თბილისში აღარ დავბრუნდი, გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო, ცოტა ფული მომეგროვებინა და შემდეგ დავბრუნებულიყავი ...

ორი წლის შემდეგ ჩამოვედი თბილისში, ძველი სახლი გავყიდე და ახალი ვიყიდე.გავიცანი ძალიან კარგი ადამიანი, მარი, რომელიც ჩემს კორპუსში ცხოვრობდა.ჩვენ დავმეგობრდით და თითქმის ყოველ დღე ერთად ვიყავით.

მარის დაბადების დღეზე, მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვეს და რესტორანში დაპატიჟეს.ისე მოხდა რომ ის ადრე წაიყვანეს მანქანით მე კი მოგვიანებით, ტაქსით წავედი, მაგრამ მანქანა გაფუჭდა და რომ არ დამეგვიანა ავტობუსში გადავჯექი.გაჩერებაზე ერთი სიმპატიური, ცისფერთვალება, მაღალი ბიჭი ამოვიდა.ჩვენ ვუყურებდით ერთმანეთს, მისმა მზერამ მომხიბლა...მისი სურნელი ვიგრძენი...უცებ ატეხა საშინელი ყვირილი, თვალებს აქეთ იქით აცეცებდა და იმუქრებოდა.ხელში დანა ეჭირა, ხალხს ყველაფერი წაართვა.მერე ჩემთან მოვიდა, ჩანთა გამომგლიჯა ხელიდან, უცებ ყელზე მაკოცა და გაიქცა.ისე გაუჩინარდა ვეღარსად ვეღარ მოვკარი თვალი...

ისე ვიყავი შეშინებული, მარის დავურეკე ყველაფერი ავუხსენი და სახლში დავბრუნდი...მთელი ღამე არ მეძინა, იმ ბიჭზე ვფიქრობდი...

ერთ დღესაც ტელეფონმა დარეკა:

-გისმენთ, ვინ ბრძანდებით?

-გამარჯობა, მე თქვენი დღიური ვიპოვე ძირს დაგდებული, თუ წაღება გინდათ თქვენი მისამართი ამივიკითხე და თქვენს ქვევით მაღაზიაში დავტოვებ და წაიღეთ.ტელეფონი დაკიდა...

მერე მივხვდი, რომ ჩემი დღიური იმ ჩანთაში მედო, რომელიც იმ ბიჭმა გამომგლიჯა ხელდან. ჩავედი მაღაზიაში და წამოვიღე.სახლში დაბრუნებულს დღიურში პატარა ფურცელი დამხვდა, რომელზეც ეწერა:

-გთხოვთ მაპატიეთ ჩემი საქციელი, არ მინდოდა თქვენთვის რამე დამეშავებინა, თუ ჩემთან ლაპარაკის სურვილი გექნებათ ამ ნომერზე დამიკავშირდით და ყველაფერს აგიხსნით.მაპატიეთ თქვენი დღიური წავიკითხე და ძალიან ვწუხვარ საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო.გპირდებით არაფერს დაგიშავებთ! გიო....

ცოტა ხანი ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, მერე ცნობისმოყვარეობამ მძლია და მაიც დავურეკე:

- გამარჯობა გიორგი ხართ?

- ენი....ვიცოდი რომ დამირეკავდით.თუ წინააღმდეგი არ იქნებით დღეს სამ საათზე შევხვდეთ ერთმანეთს.

არ ვიცოდი რას მომიტანდა მასთან შეხვედრა, მაგრამ გავრისკე და მაინც შევხვდი რესტორანში...

ის ჩემს წინ იჯდა და ჩვენ ვუყურებდით ერთმანეთს...არ ვიცოდი რა მეთქვა და მან დაიწყო მოყოლა:

- პატარა ვიყავი, როდესაც მამა ავარიაში დამეღუპა, დედა კი ამ ამბის შემდეგ ლოგინად ჩავარდა.მას წამლები სჭირდებოდა.მე სამსახურიდან გამომიშვეს და დავრჩი ბედის ანაბარა.რა გამეკეთებინა არ ვიცოდი და სწორედ იმ დღეს როდესაც თქვენ ავტობუსში იჯექით გადავწყვიტე ქურდობა.ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს...

დავინახე მის თვალებზე მომდგარი ცრემლები.მიყურებდა და მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა...მისი სურნელი მათრობდა...არ ვიცოდი რა მემართებოდა.მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია.ჩემს თავს

არ ვგავდი...

მე ავდექი და უსიტყვოდ წამოსვლა გადავწყივტე, დავიბენი... მინდოდა მეყვირა, მეტირა, ამომებღავლა...მაგრამ როდესაც მისი თვალების სითბო ვიგრძენი ვეღარ გავუძელი და ჩავეხუტე, ისე ძლიერად რომ თითქოს მე მას დიდი ხანი ვიცნობდი...არ მაინტერესებდა ვინ იყო, როგორი, რა გააკეთა, იმ წამს თითქოს მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით იქ...

შემდეგ მე გამოვიქეცი.გზაში ცრემლებს ვერ ვიკავებდი.ის ღამე თეთრად გავათენე.მეორე დღეს კარზე ზარის ხმა იყო.გავაღე და გიორგი დამხვდა.გამარჯობა ენი... მე ხმა ჩამივარდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.ის შემოვიდა კარები მიხურა და ჩამეხუტა...

შემდეგ ისე მოხდა რომ ჩვენ დიდი ხანი ვხვდებოდით ერთმანეთს, გიორგიმ მუშაობა დაიწყო .მე მის დედას ვუვლიდი ხოლმე და როცა დრო მრჩებოდა ვწერდი...

ორი თვის შემდეგ გიორგი სიყვარულში გამომიტყდა და მეც გავუმხილე ჩემი გრძნობა.ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი ისეთი დიდი სიყვარულით, მხოლოდ კინოებში რომ არსებობს...

დღეს მე და გიორგი ცოლ-ქმარი ვართ და მალე პატარაც გვეყოლება...მე ის მიყვარს, მიყვარს მთელი გულით, სულით, ვნებით....ჩვენ ისევ ისე დიდი გრძნობით გვიყვარს ერთმანეთი...

- ავიღებ ჩემს დღიურს და ვეტყვი რომ მის გარეშე მე და გიორგი ვერასოდეს შევხვდებოდით ერთმანეთს...ის რომ არ ყოფილიყო...

ეს ამბავი აქ არ დამთავრებულა, სანამ ამქვეყნად ენის და გიორგის სიყვარულია.... გრძნობა გრძელდება სამარადისოდ....





1
47
7-ს მოსწონს
ავტორი:ლიზა
ლიზა
47
  
2012, 17 ივლისი, 16:36
კარგი იყო
0 1 1