შოუბიზნესი ვარსკვლავების დიდი ძალისხმევა "იდეალური" ფორმის დაყენებისთვის 2013, 19 თებერვალი, 23:11 ![]() მაგალითად, დიდ მკერდის მქონე სელმა ჰაიეკი, რომელიც რომელიც ისეთ ბიუსჰალტერს ატარებს წინა მხრიდან რომ იკვრება, რაც მაღლა წევს მკერდს და შედარებით მომცრო ზომისას აჩვენებს, რათა იგი სხეულის სხვა ნაწილებთან, შესაბამისობაში, პროპორციაში მოიყვანოს. ![]() როგორც წესი, ძირითადად მოდელები მცირე ზომის მკერდს ფლობენ, მაგალითად კეიტ მოსი, რომელიც მხოლოდ სამოდელო ინდუსტრიაშია ვარსკვლავი, ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი მამაკაცები უპირატესობას ძალიან გამხდარ ქალებს ნალებად ანიჭებენ. და ალბათ სწორედ ამ მიზეზის გამო, კეიტი ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად სტილისტის რჩევით ფართო და ისეთ ტანსაცმელს ატარებს, რაც მის მკერდს შედარებით დიდს აჩვენებს, ან სხვა შემთხვევაში ატარებს ისეთ ტანსაცმელს, რომლის საშუალებითაც ყურადღება გადადის სახეზე და არა მკერდზე. ![]() დრიუ ბერიმონი, რომელიც სხვებთან შედარებით მეტი წონით გამოირჩევა არაერთხელ ყოფილა დიეტაზე. საკუთარი სხეული ფორმაში მოყავდა, მაგრამ სირთულეს მისი მსხვილი მკლავები წარმოადგენდა, რომელთა დაფარვასაც ყოველთვის გრძელი და ფართომკლავებიანი ზედატანით ცდილობდა. ![]() კეიტ უინსლეტი ზედმეტი წონისგან კია გათავისუფლებული, მაგრამ იგი დიდ თეძოებს ვერაფერს უხერხებს და მას ხშირად გრძელი მოსაცმელებით მალავს. არასოდეს იცვამს ქვედა მხარეს ვიწრო შარვლებს. შესაბამისი ფორმის შარვლები, გრძელი კაბები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ეს არის ტანისამოსი, რაც მის სხეულს შეუდარებელ ეფექტს ანიჭებს. ![]() რაც შეეხება მოღერალ მერაია ქერს, იგი არასოდეს ყოფილა გამხდარი და შეუდარებელი ტანის მქონე. მომღერალს ძალიან რთული აღნაგობა გააჩნია და მისი მუდმივად ფორმაში მოყვანა ძალიან რთულია. სხეულის მსგავსი მახასიათებლები აქვთ ჯენიფერ ლოპესსა და ბიონსეს. მერაიას ძალიან უყვარს ჯინსები, რაც მეტად არასასურველია მისი "იდეალური" სხეულისთვის, მაგრამ სტილისტის რჩევით იგი თავისუფალ ჯინსებს იყენებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ სხეულზე მჭიდროდ ზის, მას დიდ ზარალს არ აყენებს. ![]() ასე, რომ დაბადებიდან იდეალური ტანი იშვიათობაა და თუ ბედმა გარგუნათ იდეალურ ტანის ფორმასაც უნდა შენარჩუნება და ვარსკვლავებიც დიდი ძალისხმევით ახერხებენ ფორმის დაყენებას და მის შენარჩუნებას... 193 5-ს მოსწონს
|