x
image
_თაკო_
მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ობობები

imageადამიანებსითვის ცნობილია ობობის 32 000 ნაირსახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან სიდიდით, ფორმითა და თვისებებით განსხვავდებიან, მაგრამ აქვთ ერთნაირი სხეულის აგებულება. ობობის სხეული ორი ნაწილისგან შედგება, ანუ სხეულის წინა მხარე თავ-მკერდი, რომელიც რომელიც ობობას თავსა და მკერდს აერთიანებს და ყველა ობობას გააჩნია რვა კიდური, რომელიც შეერთებული თავს-მკერდთან. სხეულის უკანა მხარეს შეადგენს მუცელი, რომელიც მოიცავს საჭმლის მომნელებელ სისტემას, სასქესო ორგანოებასა და აბლაბუდას სართავ ორგანოებს. ობობას სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვნაირი ქსელის გაბმა შეუძლია. თუ ქსელი გათვალისწინებულია მსხვერპლის გამოსაჭერად, მაშინ ობობა ქსელი გაბმისას გამოყოფს სპეციალურ წებოვან ნივთიერებას, თუ ქსელი მას ჭირდება მხოლოდ გადაადგილებისთვის, იგი მშრალია. კვერცხის დასადებად ობობა სპეციალურ ქსელს რთავს. ობობის ქსელის ძაფები უფრო მეტად გამძლეა, ვიდრე იმავე დიამეტრის ფოლადის ძაფები და სამჯერ მეტ სიგრძეზე იჭიმება. ობობას აქვს სუსტი მხედველობა. იგი ყოველთვის რთავს საკმარისი რაოდენობის მშრალ ქსელს იმისათვის, რომ თავად არ გაებას მახეში და მშრალ ქსელზე იაროს. მან ზუსტად იცის სად არის მშრალი ქსელი და სწორედ იქ ელოდება თავის მსხვერპლს. სხვადასხვა ჯიშის ობობა სხვადასხვანაირ ქსელს რთავს. თითქმის ყველა ობობას აქვს შხამიანი ჯირკვალი, თუმცა ობობას მხოლოდ 3% არის საშიში ადამიანისთვის. ობობის შხამი ცხოველებზე მოქმედებს სხვადასხვანაირად. ობობის შხამი ორნაირია - ნეიროტოქსიკური და ჰემოლიტიკური. ნეიროტოქსიკური შხამი ყველაზე მომაკვდინებელია და მოქმედებს პირდაპირ მსხვერპლის ნერვულ სისტმაზე. მაგალითად, "შავი ქვრივის" კბენის დროს გამოიყოფა ნეიროტოქსინი, რომელიც იწვევს სასტიკ ტკვილს, კუნთების სპაზმებსა და ადამიანის პარალიზებას. ასეთი ნაკბენი ძალზედ საშიშია. რაც შეეხება მწერებს, ნეიროტოქსინი მათ ძალიან სწრაფ პარალიზებას იწვევს და ზოგჯერ ობობა მათ ცოცხლად შთანთქავს.

შავი ქვრივი



imageახლა კი შემოგთავაზებთ ძალიან უცნაური და განსაკუთრებულად ლამაზი ობობის ნაირსახეობებს.

image

imageimageimageimageimageimageimage
















1
432
3-ს მოსწონს
ავტორი:_თაკო_
_თაკო_
432
  
2013, 19 თებერვალი, 22:29
ფუუუ :D ))
0 1 1