მუსიკა რიანამ გრემის წითელ ხალიჩაზე ფურორი მოახდინა 2013, 19 თებერვალი, 19:00 10 თებერვალს ლოს ანჯელესის სპორტულ კომპლექს "სტაპალეს ცენტრში" ამერიკის საუკეთესო მომღერლების ხმები და ათასობით თაყვანისცემლის ყიჟინი ისმოდა.მიზეზი გრენის რიგით 55-ე დაჯილდოების ცერემონიალი იყო.ტრადიციულად, ამ ცერემონიალს შოუბიზნესის პირველი რანგის ვარსკვლავები დაესწრნენ:ჯენიფერ ლოპესი, ჯონი დეპი, ბიონსე, ნიკოლ კიდმანი, ადელი, სტინგი და სხვები. რა თქმა უნდა, მუსიკალურ შედეგებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო წითელი ხალიჩა.ამჯერად მოწვეულ სტუმრებს ტელეკომპანია "სიბიესის" პროდიუსერებმა გაფრთხილება მისცეს, ჩაცმულობაში არ გადაემლაშებინათ და ცერემონიალზე მკაცრ ჩარჩოებში ჩამჯდარიყვნენ.ვარსკვლავებმა ეს რჩევა მეტნაკლებად გაითვალისწინეს.ჯენიფერ ლოპესს ანტონი ვაკარელოს შავი კაბა ეცვა, რომელიც საკმაოდ შეხსნილი იყო და მომღერალი მთელი საღამოს განმალობაში მარჯვენა ფეხს უკეთებდა დემონსტრირებას.კეტი პერიმ გუჩის ღია კაბა არჩია, რომელიც მის ფუმფულა მკერდს მაქსიმალურად წარმოაჩენდა.ჯესიკა ბილი ცერემონიალზე ოსკარ დე ლა რენატას შავი კაბით იწონებდა თავს, ბიონსე კი ოსმანის შავ-თეთრი კოსტიუმით.ნიკოლ კიდმანმა ამ საღამოსათვის ვერა ვონგის ოქროსფერი კაბა არჩია. წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ფურორი რიანამ მოახდინა, რომელსაც აზედინ ალაიას ნახევრად გამჭირვალე კაბა ეცვა.ის მთელი საღამოს განმალობაში ბრწყინავდა, თითზე კი ბეჭედი ეკეთა, რომელიც ნიშნობისას წააგავდა.ის ცოტა ხნის წინ ყოფილ შეყვარებულს, კრის ბრაუნს შეურიგდა და ეს ცერემონიალი პირველი აღმოჩნდა, სადაც ყოფილი შეყვარებულები განახლებული გრძნობებით გამოჩნდნენ.რიანას თაყვანისცემლებს კარგად ახსოვთ 4 წლის წინანდელი გრემის დაჯილდოების ცერემონიალი, როდესაც დღეს პრესა ნაცემი რიანას სურათებით აჭრელდა.კრის ბრაუნი ირწმუნება, რომ ის უკვე სხვა ადამიანია სა საყვარელ ქალზე ძალადობას აღარასოდეს გაიმეორებს. "გრემი 2013"-ს მთავარი ჯილდო წლის საუკეთესო ალბომისათვის ბრიტანულ ჯგუფ "მუმფორდს ენდ სონს" გადაეცა.წლის საუკეთესო სიმღერად კი ჯგუფ "ფანის" კომპოზიცია დასახელდა.ადელი საუკეთესო სოლო მომღერლად აღიარეს.რეპის ჟანრში კი საუკეთესო შემსრულებლად კენი ვესტი და ჯეი ზი დასახელდნენ. 260 5-ს მოსწონს 1-ს არა
|