x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ქათამი ბოსტნეულის გარნირით (რატატუი)
imageშემადგენლობა:

4-6 ცალი ქათმის ბარკალი

2 ც. პომიდორი;

1 ც.ბადრიჯანი; 1ც ყაბაყი;


1ც ბულგარული წიწაკა;

1ც იისფერი თავიანი ხახვი;
2 კბილი ნიორი; 2 ს/ კ სოიოს სოუსი;

1 ს/კ თაფლი;

1 ჩ/კ მდოგვი;

ზეითუნის ზეთი
ახლად დაფქული შავი პილპილი; მარილი გემოვნებით.


მომზადება:

გაფრცქვენით ნიორი და წვრილად დაჭერით. აურიეთ სოიოს სოუსი, თაფლი, ნიორი, მდოგვი და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა გადაუსვით ქათამს და დატოვეთ 20 წთ მარინადში.

გაჭერით წიწაკა, მოაშორეთ თესლები, ხახვი გაასუფთავეთ. პომიდორს მოაშორეთ კანი. ბოსტნეული დაჭერით წვრილ კუბიკებად.

ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ ხახვი კარგად, დაამატეთ წიწაკა, ყაბაყი და ბადრიჯანი. მოთუშეთ 5 წთ. დააწყვეთ პომიდორი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, თიმიანი (თავშავა), მოამზადეთ 10 წთ.

ტაფაზე ზეითუნის ზეთში დაბრაწეთ ქათამი, დაუწიეთ ცეცხლს და დაბალ ცეცხლზე მოამზადეთ.

თეფშზე დააწყვეთ ბოსტნეულის გარნირი და ზემოდან ქათმის ბარკლები დაალაგეთ.

გემრიელად მიირთვით.








0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0