x
image
მატასი
დასრულდება თუ არა რიანასა და კეტი პერის მეგობრობა?
image





































ამ ორი პოპ ვარსკვლავის, რიანასა და კეტი პერის ახლო ურთიერთობისა და მეგობრობის შესახებ დიდი ხანია ყველამ იცის და დასამალი არავისთვის არც ყოფილა. ერთი პერიოდი მათ უფრო ახლო ურთიერთობაზეც კი ვრცელდებოდა ჭორები. ვარსკვლავები სულ ერთად დადიოდნენ ყველგან, წვეულებებზე, დაჯილდოების ცერემონიალებზე თუ უბრალოდ გასართობად. ერთად ისხდნენ და ერთმანეთისადმი სიყვარულის საჯარო გამოვლინებასაც არასდროს მორიდებიან. მოკლედ ჰოლივუდში ''საუკეთესო მეგობრების'' ტიტული მოიპოვეს. ყველაფერი ტკბილად და ბედნიერად გაგრძელდებოდა ალბათ, მაგრამ რიანას პირად ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა 5 წლიან მეგობრობას საძირკველი შეურყია.

რიანა შეურიგდა ყოფილ შეყვარებულს, მომღერალ კრის ბრაუნს, რომელსაც წარსულში, მისდამი განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო დაშორდა. ხალხს კარგად ახსოვს ნაცემი რიანა, მაგრამ თავად მას როგორც ჩანს ყველაფერი დაავიწყდა, როგორც ამბობენ სიყვარული ბრმააო და ეტყობა მასაც ძალიან უყვარს მოძალადე კრისი, იმდენად რომ მასზე უარს ვერ ამბობს და სხვების აზრი, მათ შორის საუკეთესო მეგობრის, ფეხზე ჰკიდია.

კეტი პერი კი მეგობრისაგან განსხვავებით უარყოფითადაა განწყობილი კრის ბრაუნის მიმართ და არც რიანას უწონებს საქციელს, იგი ფიქრობს რომ მისი მეგობარი ცდება და ადრე თუ გვიან ინანებს ამას.


ჰოლივუდმა საუკეთესო მეგობრების დაშორების შესახებ დაიწყო ლაპარაკი, რაც გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გრემის დაჯილდოებაზე ვარსკვლავები ერთმანეთისგან შორს ისხდნენ რათა თავი აერიდებინათ. რიანა კი კრის ბრაუნთან ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, მაგრამ როდამდე გაგრძელდება ბედნიერება ესაც საკითხავია და შეეწირება თუ არა მას მეგობრობა.

0
72
7-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0