სისხლის სამართალი რა ბედი მოელის ქართველ ჰაკერს 2013, 19 თებერვალი, 3:06 საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს 19 წლის ვასილ ჯამალაშვილს, ბრალად ედება ვირუსული პროგრამის შექმნა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების'' თვალთვალისთვის გამოიყენეს. ვასილ ჯამალაშვილი უკანონო მოსმენების ბრალდებით დააკავეს, რის დამტკიცების შემთხვევაშიც მას 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამ დროისათვის იგი თბილისის პოლიციის სამმართველოს წინასწრი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებისას ყველა პროცედურული ნორმა დაცული იყო და არც ფიზიკურ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. ვასილ ჯამალაშვილი 16 წლის ასაკიდან ოფიციალურად მუშაობდა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში და უკვე 19 წლის ასაკიდან კი იყო ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ვასილ ჯამალაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მართლაც მუშაობდა ვირუსული პროგრამის შექმნაზე, რომლის გააქტიურების შემთხვევაში გარკვეულ კომპიუტერებში მიკროფონებისა და ვიდეოკამერების ჩართვა შესაძებელი იქნებოდა. აგრეთვე ეს პროგრამა კლავიატურიდან შეყვანილი ინფორმაციის და დოკუმენტების გახსნის შესაძლებლობას იძლვა. ბრალდებულის განცხადებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ კომპიუტერებში რომლებშიც ამ პროგრამას ჩატვირთავდნენ რუსეთში იმყოფებოდა. ბრალდებულის გადმოცემით ვირუსული პროგრამის შექმნა მას აიძულა შსს-ს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და მისმა მოადგილემ ვაჟა ლილუაშვილმა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ჯერ არ ჩამოყალიბებულა იმაზე, თუ რა ტიპის ვირუსული პროგრამა იყო გამოყენებული ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია “ქართული ოცნების' წინააღმდეგ. ამას რაღათქმაუნდა გამოძიება დაადგენს განხილვის შემდგომ ეტაპზე და არაა გამორიცხული, რომ ამ საქმის გამოძიებისას რამოდენიმე პოლიტიკოსის პასუხისმგებლობის საქმეც დადგეს დღის წესრიგში. 49 1-ს მოსწონს
|