x
image
დათო ნებიერიძე
ტიხუანა - ქალაქი რომელიც თავისუფალია
image

2001 წელს ეს ქალაქი ძალიან ლაკონურად დაახასიათა Manu Chao-მ თავის სიმღერაში "Welcome To Tijuana Sexo Tequila Marihuana"..

ტიხუანა - პატარა ქალაქი მექსიკის ჩრდილო დასავლეთით უკვე წლებია პროსტიტუციის და დანაშაულის ცენტრად ითვლება. ტიხუანა ესაზღვრება კალიფორნიას და ნარკოტიკის მომწოდებელთათვის მთავარი თავშესაფარია აშშ-დან წამოსვლის დროს. თავის დროზე ბარებით, კაზინოებითა და სავაჭრო ცენტრებით სავსე ქალაქი ახლა უდაბნოს გავს...

წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოს რომელიც გადაღებულია ტიხუანაში.



1) 75 წლის მექსიკელი კამილო დიასი უკრავს კონტრაბასზე უკვე 23 წელია. 2009 წლის 11 დეკემბერი.

image


2) ბერნი აიალა და რუდი მალდონადო იკეთებენ გრიმს გეი-დისკოტეკაზე გამოსვლამდე. 2009 წლის 14 დეკემბერი.

image


3) ეს ფოტო გადაღებულია 2009 წლის 12 დეკემბერს. ფოტოზე გამოსახულია ერთ-ერთი ომის ვეტერანის ოჯახი (2 შვილი) რომლებიც გადასახადების გადაუხდელობის გამო ქალაქის ცენტრიდან გადაასახლეს და ტიხუანის გარეუბანში დაასახლეს.

image


4) ადგილობრივი მცხოვრები სვამს ლუდს ტიხუანის ყველაზე ცნობილ ბარში. 2009 წლის 11 დეკემბერი.

image


5) 2 საათში გათხრილი საფლავები ტიხუანის სახალხო სასაფლაოზე. გასულ წელს ქალაქში 570 ადამიანი დაიღუპა ნარკოტიკების გადატანისას ატეხილ ორმხრივ სისხლიან ბროძოლაში ნარკოდილერებსა და სამართალდამცავებს შორის.

image


6) ბავშვები ცოცხალი მუსიკის თანხლებით ცეკვავენ ქალაქის ცენტრში. 2009 წლის 11 დეკემბერი.

image


7) სასკოლო ფორმაში გამოწყობილი მეძავები "კლიენტებს" ელოდებიან..

image


8) სპეციალურად მოწვეული სტუმრები თამაშობენ პოკერს ახალ გახსნილ კაზინო "Caliente"-ში.

image


დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

0
1345
5-ს მოსწონს
ავტორი:დათო ნებიერიძე
დათო ნებიერიძე
1345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0