x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უშიშარი გოგონა მკვლელ-თეთრ ზვიგენთან ერთად.

imageგარემოს დაცვის აქტივისტმა ჰონოლულუდან ოუშენ რამზიმ განახორციელა უშიშარი და საკმაოდ სარისკო გაცურვა მკვლელ თეთრ ზვიგენთან ერთად.როგორც თვითონ გოგონამ განაცხადა, ეს სარისკო ნაბიჯი მან თეთრი ზვიგენების დაცვის გამო გადადგა, რომლებიც გადაშენების პირას არიან.იგი აკვალანგის გარეშე, მხოლოდ ნიღბით და დაივინგით მიუახლოვდა საშიშ მტაცებელს, ზურგზე ხელი დაადო და მასთან ერთად რამდენიმე ხანი იცურა, იუწყება Life News-ი."ზვიგენი წყნარად მელოდებოდა როდის მივცურდებოდი მასთან, შემდეგ შევეხე მას, ჩვენს შორის დამყარდა კავშირი, მან მიმიღო და ნება დამრთო მასთან ერთად გამესეირნა"-მოყვა თავის შთაბეჭდილების შესახებ ოუშენმა.ცხოველთა დამცველმა აგრეთვე დასძინა, რომ ადამიანებს ტელევიზიის და ფილმების წყალობით ნანახი ზვიგენები საშინელ კაციჭამია არსებებად მიაჩნიათ, სინამდვილეში ისინი საკმაოდ ჭკვიანები არიან ძალიან იშვიათად და ფრთხილად უახლოვდებიან ადამიანებს.შეგახსენებთ, თეთრი ზვიგენი სიგრძით 6 მეტრამდე აღწევს, ხოლო წონა 2 ტონაა, ისინი ყველაზე სახიფათო მტაცებლებად ითვლებიან წყლის სამყაროში.

2
201
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
201
  
2013, 29 მარტი, 1:47
და კიდე დიდი პირი დიდი კბილები და დიდი კუჭი,, გეთანხმები კარგი გასართობია ნამდვილად
2013, 24 თებერვალი, 14:55
კარგი გასართობი და დიდი ექსტრემი
0 1 2