ეკონომიკა სასაცილო ფაქტები ცნობილ კომპანიებზე 2013, 18 თებერვალი, 3:02 ცნობილმა კომპანია “General Motors” განიცადა ფიასკო, როდესაც ლათინურ ამერიკულ ბაზარზე გაიყვანა მანქანა “Chevrolet Nova”.მოგვიანებით გაირკვა, რომ სიტყვა No va ესპანურად ნიშნავს,
(არ შეუძლია მოძრაობა).
ამერიკაში ლუდ“Coors” -ის რეკლამაში გამოყენებულია სლოგანი “turn it loose” (გახდი თავისუფალი) რაც ესპანურად ასე ჟღერს: (დაიტანჯე დიარეით). პარფიუმერულმა კომპანიამ “Clairol” წარმოადგინა გერმანიაში მშრალი დეზედორანტები სლოგანით“Mist Stick” დაბინდული, დაბურული დეზედორანტი. გერმანიაში გაირკვა, რომ სიტყვა“Mist” გერმანულად ნიშნავს (საშინელებას). კომპანია“Colgate-Palmolive”-მა საფრანგეთის ბაზარზე წარმოადგინა თავისი ახალი კბილის პასტა“Cue”. ოდნავ მოგვიანებით ამერიკელებმა გაარკვიეს, რომ ზუსტად ასეთ სახელს ატარებს პოპულარული ფრანგული პორნოჟურნალი. კომპანია“Pepsi”-მ სიტყვა-სიტყვით გადათარგმნა ჩინურ ენაზე თავისი მთავარი სარეკლამო დევიზი ” Come Alive With the Pepsi Generation”(იცხოვრე პეპსის თაობით) თუმცა ჩინელები იყვნენ შოკში იმის გამო, რომ მათ ენაზე გამოვიდა სულ სხვა რამ: ”პეპსი აიძულებს თქვენს წინაპრებს საფლავებიდან ადგომას”. კომპანია“Coca-Cola” დიდხანს არჩევდა ბრენდის სახელს ჩინეთის მოქალაქეებისთვის. საქმე იმაშია, რომ ჩინელები სასმელის სახელს გამოთქვამენ, როგორც ” კეკუ – კელა” რაც ნიშნავს ჩინურად ”უკბინე ცვილის თავგასიებულს”. კომპანია იძულებული გახდა გადაესინჯა სავაჭრო მარკის დაწერილობის 40 000 ვარიანტი, სანამ აირჩევდნენ ბოლო გენიალურ ვარიანტს”კოკუ– კოლე” (ბედნიერება პირში). საყოფაცხოვრებო ტექნიკის სკანდინავიურმა მწარმოებელმა “Electrolux”-მა წარმოადგინა თავისი მტვერსასრუტები ამერიკის ბაზარზე სლოგანით“Nothing Sucks Like an Electrolux ” (არაფერი ისე არ წოვს, როგორც ელექტროლუქსი) 96 6-ს მოსწონს
|