ბუნების საოცრებები ... ნაწ:2
ეს სტატიაც ბუნებაზე და დაუვიწყარ ადგილებზე იქნება..
1) "ბუდას ქანდაკება"
დედამიწის ერთ–ერთ ყველაზე დიდ და მსოფლიოს ყველაზე მაღალ სკულპტურად _ ბუდას ქანდაკება მიიჩნევა, რომელიც ჩინეთის პროვინცია "სიჩუანის" კლდეშია ნაკვეთი.მთლიანი ქანდაკების სიმაღლე 71 მ–ია, მხოლოდ თავის თითქმის 15 მ–ი, ცხვირი – 5.5 მ–ი, თითოეული ყური – 7 მ–ი, მხრები – 28 მ–ი, ხელის თითის სიგრძე 8 მ–ი, ხოლო ფეხის თითის სიგრძე – 1.6 მ–ი. ქანდაკება 1996 წლიდან – UNESCO–ს მსოფლიოს საგანძურთა სიაში შედის.
სურათი
2) "სტოუნჰენჯი"
სტოუნჰენჯი (ქართ. ქვის მონუმენტი) -პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში (სოლზბერის ვაკე). 1986 წელს, იუნესკომ სტოუნჰენჯი და მის შემოგარენში მდებარე არქეოლოგიური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები.
სურათი
3) "იგუასუს ჩანჩქერი"
იგუასუს ჩანჩქერი - ჩანჩქერების კომპლექსი მდინარე იგუასუზე, მდებარეობს არგენტინისა (80%) და ბრაზილიის (20%) საზღვარზე, არგენტინისა და ბრაზილიის იგუასუს ეროვნულ პარკებში.
სახელწოდება იგუასუ გუარანის ენაზე ნიშნავს „დიდ წყალს“. ჩანჩქერების კომპლექსი ორივე ქვეყნის ეროვნულ პარკებთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
სურათი
4) "ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრე"
ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრე- სამხრეთ-დასავლეთი ბავარია, გერმანია.სასახლე ბავარიის შეშლილი მეფის ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფია. არქიტექტურული თვალსაზრისით იგი XIX საუკუნის რომანტიკული ჰისტორიზმის და ეკლექტიზმის მწვერვალს წარმოადგენს, რის გამოც მას „ზღაპრულ სასახლესაც“ უწოდებენ. ნოიშვანშტაინის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია გერმანიაში .
სურათი
5) "პიზის კოშკი"
მისი მშენებლობა დაიწყო 1173 წლის აგვისტოში და გაგრძელდა დაახლოებით ორასი წელი, მისი არქიტექტორის ვინაობა დღემდე უცნობია.
პიზის კოშკის ორიგინალურობას წარმოადგენს მისი გადახრილი ფორმა. წარსულში სჯეროდათ, რომ ეს გადახრა არქიტექტურული ჩანაფიქრი იყო, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობის პროცესში გადაიხარა. სწორედ ეს ფორმა განაპირობებს მის უდიდეს პოპულარობას მსოფლიოში. თუმცა, როგოც ამტკიცებენ არქიტექტორები და შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლები, პიზის კოშკი სრულიად ვერტიკალურიც რომ იყოს, მაინც შთამბეჭდავი და ძალიან პოპულარული იქნებოდა.
სურათი
ამით დავამთავრებ..
მადლობა ყურადღებისთვის!