მოვლენები
სამოსი რომელმაც მსოფლიო შეცვალა
2013, 16 თებერვალი, 20:16
"ჯინსს" რომელსაც თაობების მანძილზე არ გადადის მოდიდან საინტერესო ბიოგრაფია აქვს, მისი "წინაპრები" წარმოშობით იტალიასა და საფრანგეთიდან არიან, უბრალოდ გადაბარგდნენ ა.შ.შ_ში და სათავე დაუდეს სრულიად უჩვეულო მოვლენას სამოსის ისტორიაში.
ჯინსის შარვალს რომელმაც მსოფლიო შეცვალა, სახელწოდება ჯინსი იტალიის ქალაქ გენოას უკავშირდება. ეს ქალაქი იყო განთქმული საზღვაო ვაჭრობით, მეზღვაურებს კი რომლებიც უმეტეს წილს ზღვაში ატარებდნენ გამძლე შარვალი ჭირდებოდათ, პირველად ასეთი შარვალი იალქნის ნაჭრით შეკერეს.
1848 წ. კალიფორნიაში აღმოაჩინეს ოქრო, კალიფორნიას უამრავი მაძიებელი მიაწყდა და ხელსაყრელი ადგილი გახდა სავაჭრო ბიზნესისათვის. აქ ჩასულმა ლევის შტრაუსმა აღმოაჩინა რომ ამ ადამიანებს გამძლე შარვლები ჭირდებოდათ და პირველად ბრეზენტისგან შეკერა, მკერავმა ჯეიკობ დევისმა სპილენძის სამაგრები დაუმატა, ბოლოს ლევისი და ჯეიკობი გაერთიანდნენ და შექმნეს ლურჯი შარვალი "ჯინსი"
მრავალ ქვეყანაში მათ შორის რუსეთში ჯინსი ამერიკის სიმბოლოდ იქცა და საკმაოდ ძნელი საშოვნელი გახდა.
1980 წლიდან ჯინსი უმაღლესი მოდის ნაწილი გახდა.