შესაძლებელია ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ “ახალი ხმის" მონაწილე მაკო კვიტაიშვილი, ცნობილი ტელეწამყვანის _ ეკა მიშველაძის შვილია. მუსიკალურ მონაცემებთან ერთად მან მაყურებელს განსხვავებული ჩაცმის სტილითა და ენერგიულობით დაამახოვრა თავი.
დედა-შვილის ურთიერთობაზე, წარსულსა და მომავლის გეგმებზე მაკო თავად გვესაუბრება.
– ეკა ძალიან კარგი დედაა. ხანდახან ძალიან მკაცრი და ხანაც ლმობიერი. მეგობრულია შვილებთან ურთიერთობაში. ვერ იტანს ტყუილს. მახსოვს ერთხელ ტყუილში გამომიჭირა. დაურეკა მამაჩემს და უთხრა წაიყვანე და სანამ ტყუილების თქმას არ გადაეჩვევა არ მოიყვანოვო (იცინის). რა თქმა უნდა არსად წავუყვანივარ და სახლში დავრჩი, მაგრამ მას შემდეგ ტყუილი აღარ მითქვამს.
ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ხშირად რაღაცეებს ვაფუჭებდი. ხან ხელსებს ვიტეხავდი და ხანაც მანქანა მარტყავდა. ძირითადად ვმეგობრობდი ბიჭებთან.
– როგორი შეგრძნებაა ცნობილი ჟურნალისტის შვილი ხარ?
– ცუდი შეგრძნება ნამდვილად არ არის. დედის დამსახურებით საზოგადოებისგან პატარა ყურადღება მეც ყოველთვის მქონდა ხოლმე. პოპულარობა მომწონდა და მინდოდა დედასავით ხალხს მეც გავეცანი. ინტერვიუს ჩემგან იმიტომ იღებდნენ, რომ ეკა დედაჩემი იყო.
– ეკას დატვირთული რეჟიმი აქვს. მისგან ყურადღების დეფიციტს ხომ არ განიცდი?
– ეკასგან არც ყურადღება და არც სხვა დანარჩენი არ მომკლებია. ყოველთვის გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ხან სად მიფრინავდა, ხან სად. გულით კი მუდამ ჩემთან რჩებოდა. დღემდე ვამბობ ხოლმე, რომ მე დედაჩემით ვსუნთქავ. მასზე საყვარელი ადამიანი არ მყავს. რა თქმა უნდა მამაჩემი და ჩემი და ჩემთვის უახლოესი ადამინები არიან, თუმცა დედა სხვა სამყაროა. ერთადერთი მასში რაც არ მიყვარს არის ის, რომ არ უყვარს მოფერება და ჩემი დაც მას გავს. მე კიდე ვგიჟდები ვინმეს რომ ვეფერები, ვკოცნი, ვესიყვარულები. სულ იმაზე ჩხუბობს, რომ ნუ მაწვალებო. არ შეიუძლია სიყვარულის ამგვარად გამოხატვა.
– როგორც ვიცი, შენი მშობლები გაშორებულები არიან. მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი და მამაჩემი ერთად არ ცხოვრობენ ახლო მეგობრები არიან. მამას სხვა ოჯახი აქვს და მის ოჯახთანაც ვმეგობრობ. მას ისეთ პირად რაღაცეებს ვეუბნები ხოლმე, რასაც ეკას ვუმალავ. კაცია და სწორ რჩევებს მაძლევს. ჩხუბობენ ხოლმე დედაჩემი და მამაჩემი არა მე მგავს მაკო, არა მეო.
– პირად საკითხებში შენ და ეკა ერთმანეთს რჩევებს თუ ეკითხებით?
– დედაჩემი ყოველთვის ყველაფერს მიყვება და არაფერს მიმალავს. რჩევასაც ყოველთვის მეკითხება. მეც ზუსტად ანალოგიურად ვიქცევი. შიძლება რაღაც ვერ ვუთხრა, მომერიდოს, მაგრამ დედის რჩევა ყოველთვის აუცილებელია ხოლმე. ვფიქრობ, რომ ვისაც მეორე ნახევრად ავირჩევ, ეკას ძალიან მოეწონება და ეყვარება.
– ერთმანეთის ტანსაცმელს ხშირად იცვამთ?
– მაგ მხრივ ძალიან განსხვავებული გემოვნება გვაქვს, მაგრამ დედაჩემის გარდერობში მაინც ვპოვლობ ხოლმე ისეთ ტანსაცმელს, რომელიც შეიძლება გამომადგეს. სულ ჩხუბობს ჩემს ტანსაცმელს რატომ იცვამო.
– ერთი და გყავს ხომ?
– კი. ძალიან სწყინს ხოლმე ინტერვიუებში მაგაზე რომ არ ვლაპარაკობ (იცინის). ის ჩემგან ძალიან განსხვავებულია ფიზიკურად, ჩაცმის სტილით და ა.შ. ხშირად ვჩხუბობთ, თუმცა ჩემი უახლოესი მეგობარია. წლების გასვლასთან ერთად უფროდაუფრო უკეთ ვუგებთ ერთმანეთს.
– ეკამ არ გირჩია ჟურნალისტიკაზე ჩაგებარებინა და მის გზას გაყოლოდი?
– ყოველთვის მინდოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი, მაგრამ ვფიქრობ არასდროსაა ეს გვიან. ახლა სხვა გეგმები მაქვს. დედაჩემი კი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ მე და ჩემს დას ჟურნალისტიკაზე ჩაგვებარებინა. ალბათ იმიტომ, რომ არ უნდოდა ისეთი გადატვირთული სამუშაობ გრაფიკი ჰქონოდა თავის შვილებს, როგორიც მას.
სამხატვრო აკადემიაში, ტანსაცმლის დიზაინზე ვსწავლობ. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან მიყვარს ჩაცმა. ვფიქრობ, რომ ზოგადად ტანსაცმელი ადამიანზე ბევრ რამეს ამბობს. თანაც ბავშვობიდან ვხატავდი, ვკერავდი. ჩემს არჩევანს არ ვნანობ. არც დედაჩემი ყოფილა ამის წინააღმდეგი.
– “ახალი ხმის" მონაწილე ხარ. რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება? დიდი ხანია მღერი?
– ჩემი სასიმღერო კარიერა დაიწყო მაშინ, როცა სასწავლებლად, მეთერთმეტე კლასში, ჰოლანდიაში წავედი. ჩემი ზანგი მეგობარი ძალიან მაგრად მღეროდა. გამოდიოდა კონკურსზე `სკოლის ტალანტები~. შემომთავაზა მასთან ერთად მემღერა დუეტში ამ კონკურსზე. სიამოვნებით დავთანხმდი და გავიმარჯვეთ კიდეც. ამის შემდგომ სასიმღერო კარიერაზე სერიოზულად დავფიქრდი. საქართველოში ჩამოვედი და `ჯეოსტარის~ ქასთინგზე გავედი. ისე, რომ დედაჩემა არ იცოდა. ფინალამდე მივედი, თუმცა 12 საუკეთესოს შორის ვეღარ მოვხვდი.
“ახალი ხმა" ყველა სხვა პროექტისგან განსახვავებულია. მომეწონა ის, რომ ფასდებოდა პირველ რიგში ხმა და არა ვიზუალი. ყველაზე დიდი ბედნიერება იყო “ბრმა ქასთინგზე" ოთხივე მწრთვნელი შემომიტრიალდა. როგორც იცით, ფინალამდე მივედი, შემდეგ კი გამოვეთიშე პროექტს. ვთვლი, რომ “ახალ ხმას" ღირსეული გამარჯვებული ყავს.
ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მომცა. პირველ რიგში სცენაზე დგომის ძალიან დიდი გამოცდილება, შემძინა ბევრი კარგი მეგობარი და ასევე გულშემატკივარი. შემოთავაზებებიც გაჩნდა პროექტის დასრულების შემდეგ. მიწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებზე.
– ეკა როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას “ახალ ხმაში" მონაწილეობასთან დაკავშირებით?
– არ უთქვამს არ მიიღო მონაწილეობაო, თუმცა ძალიან ეშინოდა გული არ მტკენოდა. ისე მგულშემატკივრობდა, რომ კონცერტებზე არ მოდიოდა ხოლმე (იცინის). იძახდა, იქ ცუდად გავხდებიო. ბოლოს უკვე დავეჩოქე და ისე ვთხოვე, წამოდი მეთქი. მინდა გვერდში მყავდეთქო. ბოლოს დამთანხმდა. დასკვნით კონცერტის დროს კი ამერიკაში იყო და იქიდან მამხნევებდა.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– ზაფხულში ამერიკაში ვაპირებ წასვლას. სამსახიობოს კურსი უნდა გავიარო. მასწავლიან ყველაფერს კინოს, ცეკვის, სიმღერისა და თეატრის შესახებ. ამის შემდგომ კი, ხუთი წლით ლონდონში წავალ ჩემი პროფესიის უკეთ დასაუფლებლად.
– შეყვარებული გყავს?
– სამი წლის განმავლობაში ვიყავი შეყვარებული, მაგრამ დავშორდით. დღეს კი მიკვირს ეს ადამიანი საერთოდ როგორ მიყვარდა. ძალიან შემეცვალა გემოვნება და ღირებულებები. ამჟამად შეყვარებული არ მყავს, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონს.