პოეზია შენ 2013, 17 თებერვალი, 9:25 შენზე ოცნებით დღეებს ვირთობდი
შენზე ოცნებით წუთებს ვითვლიდი
შენზე ვიკავი მოწებებული
სულში მყავდი და ვერ გიშორებდი.
მენატრებოდი, მეფიქრებოდი სულ მაოცებდი როგორ გიყვარდი ყოველ წუთს ჩემზე როგორ ფიქრობდი. გეჩხუბებოდი, გიბრაზდებოდი ვეჭვიანობდი, ვილანძღებოდი სიტყვებს პირიდან სწრაფად ვისროდი და გულით შემდეგ დიდიხანს ვნანობდი. სულ არ მინდოდა შენთან მეჩხუბა მინდოდა გულთან ახლოს გყოლოდი დილის ამბორით და ღამის ვნებით დაუვიწყარნი ვყოფილიყავით. ისევ თენდება, ისევ ღამდება ლოდინში ისევ ჩუმად თენდება ისევ ცრემლები, ისევ ოცნება და კვლავ მარტო ვარ შენგან ცხოვრებავ. ნეტავ რა მოხდა რატომ დასრულდა ეს სიყვარულის დიდი ტანდემი გრძნობა ხომ უცებ, ასე არ ქრება თუ არ აქვს ამას დიდი მიზეზი. მე კვლავ ვბრაზდები.კვლავ გეჩხუბები ვეჭვიანობ და მე გებუტები მაგრამ ვრწმუნდები ჩემში კვლავდაკვლავ იღვიძებს გრძნობა სიყვარულისა. სალომე დოლაბერიძე 39 1-ს მოსწონს
|