ფეხბურთი ნანის ავარია შეემთხვა 2013, 16 თებერვალი, 20:12 მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი ვინგერი ლუიშ ნანი პარასკევს საღამოს თავისი ბენტლით პოლიციის მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ნანის 180 000 ფუნტად ღირებული ბენტლი სერიოზულად დაზიანდა, თვით ფეხბურთელს დაზიანება არ მიუღია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 26 წლის ფეხბურთელი მომხდარით შოკირებული იყო. 69 1-ს მოსწონს
|