x
image
მატასი
გვანცა ბაგრატიონის ახალი გამოწვევა ბერას
image21 წლის გვანცა ბაგრატიონად ცნობილი, გვანცა ნიკოლაევა აქტიურად განაგრძობს თავისებურ მოღვაწეობას. ყოფილი ფოტომოდელი, მხატვარი, სცენარისტი და რეპერი(კიდევ ვინ იცის რა აღარ) მუსიკალურ საიტებზე განთავსებული ვიდეოებით გაიცნო ქართულმა საზოგადოებამ. ზოგი თვლიდა, რომ გვანცა ლამაზია, ზოგი პირიქით, მაგრამ ერთგვარი შეფასება მისი, როგორც მომღერლის, რეპერის თუ პიროვნების იყო უარყოფითი. ბევრი ლანძღვასაც არ იშურებდა ამ ერთი შხედვით უწყინარი ვიდეოების ავტორისათვის. მოგეხსენებათ ქართველებს გვიყვარს ჭორაობა და სხვისი გალანძღვა.

გვანცა ბაგრატიონი ავად თუ კარგად მაინც გახდა პოპულარული, თუ პოპულარობაში იმას ვიგულისხმებთ, რომ ხალხი მასზე ალაპარაკდა.

რაც შეეხება მოწონებასა და სიყვარულს, მის მიმართ არ გამოუვლენიათ. თავად გვანცასთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რას იტყვის ხალხი მასზე, მაგრამ ერთი ადამიანის აზრი კი ნამდვილად მნიშვნელოვანია. ეს ადამიანი ცნობილი მილიარდელის, საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოპულარული ვაჟი, რეპერი ბერა გახლავთ.

ბერას მოსახიბლად გვანცა ბრძოლას განაგრძობს, ადრე იგი ლექსებს უძღვნიდა თავის სატრფოს, ახლა კი მისი მეთოდები გამძაფრდა და რადიკალური გახდა. გვანცა არ მოერიდა ქართველი მაყურებლის მოსალოდნელ შეფასებებს, არც აცია არც აცხელა მოკლედ და ეროტიკული კლიპი გამოუშვა, სადაც სექსუალურ საცვლებში გამოწყობილი ცეკვავს და მღერის. სიმღერის ტექსტი კი ადვილად შეიძლება გავშიფროთ ვისაც ეხება. კლიპის სათაურიც კი საკმარისია ამისათვის – ''იოცნებე ჩემზე!'' – მიმართავს გვანცა ბერას.


ახლა იხილეთ კლიპი, მომავლისთვის კი დაველოდოთ როგორ განვითარდება ცალმხრივი სიყვარულის ისტორია ან კიდევ რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს გვანცა.

1
183
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
183
  
2013, 28 აგვისტო, 18:32
უი უი უი უი უი უი
0 1 1