x
image
ზურა7
უგულავა დასაკითხად გამოცხადდა

image თბილისის მერი გიგი უგულავა ძველი თბილისის რაიონულ სამმართველოში დასაკითხად მივიდა, იგი დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა.
იგი 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასაკითხად დაიბარეს.
უგულავამ განაცხადა- „მგონია, რომ გამოსაძიებელი უფრო მეტად ისაა, თუ ვის ეჩურულებოდა ასე ნაზად ნანა კაკაბაძე, დაიკითხება თუ არა ღარიბაშვილი, სიმართლე გითხრათ, ეს საკითხები მაინტერესებს უფრო მეტად გამოძიებიდან. იმდენი გამოცდილება მაქვს, რომ შევატყობ, აპირებენ თუ არა ამ მიმართულებით გამოძიების წარმართვას“
მისივე თქმით, გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ყველა შეკითხვებს უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, გუშინ, დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა თბილისის მერის იძულებით დაკითხვის შესახებ. მოგვიანებით კი გიგი უგულავამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მერი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება და დაკითხვაზე გამოცხადდება.

0
40
5-ს მოსწონს
ავტორი:ზურა7
ზურა7
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0