x
image
ბესო დანელია
სისხლის გუბეში
image

ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ლექსი, რომელიც ქართველმა ჯარისკაცმა დაწერა.
ეს მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულის მეომრის, კაპრალ მიხეილ დვალიშვილის ლექსია. ავტორს ლექსის განსაკუთრებულ ღირებულებად წარმოჩენის პრეტენზია არასოდეს ქონია. უბრალოდ, ყველა მეომრის სათქმელი, ომამდე ცოტა ხნით ადრე, თავისებურად გამოხატა...
მიხეილი აგვისტოს მოვლენების დროს, საბრძოლო მოვალების შესრულებისას დაიღუპა.
2005 წლის დეკემბერში, როცა ეს ლექსი დაეწერა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ავტორს ასე ზუსტად აუხდებოდა საკუთარი წინასწარმეტყველება და მას, სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულ სხვა გმირებთან ერთად, მთელი ქვეყანა დაიტირებდა... image


სისიხლის გუბეში, მბორგავ სხეულზე
წვიმის წვეთები თითებს დაუყვა,
ჩამორეცხილი სისიხლის ნაკადი

ქართული მიწის ნაპრალს ჩაუყვა.
ვერ შეგვაჩერებს ჩვენ ტყვიის წვიმა
და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით,
ვუტევთ უდრეკად, ბოლო წვეთამდე
სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით.
თვალებს დავხუავთ კაცურად ყველა,


აფხაზეთს მაინც არავის მივცემთ.

დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცებად,
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ.
გადამწვარ ველზე, დანისნულ თვალებს
გადაეკვრება როდესაც ბინდი,
ძმათა საფლავთან, ნაომარ მხარეს
დარჩება გვამი, უცნობი, ცივი.
ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა,
ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს
რადგან, ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება.


ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეთ ქართველი ვაჟკაცების საფლავებს.


14
189
15-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
189
  
2013, 20 თებერვალი, 17:23
ვაიმეე დამბურძგლა
2013, 16 თებერვალი, 21:08
ამინ!
2013, 16 თებერვალი, 21:06
ამას ქვია ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის გულიდან წარმოთქმული სიტყვები.ღმერთმა ნათელში ამყოფოს ის ყველა ვაჟკაცი ვინც გმირულად დაიღუპა საქართველოს ერთიანობისათვის!
2013, 16 თებერვალი, 21:02
მართლაც ქართველი ვაჟკაცის გულიდანაა ამოსული ეგ სიტყვები.გმერტმა ნათელში გამყოფოს
2013, 16 თებერვალი, 16:22
ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ამინ!
2013, 15 თებერვალი, 23:15
სამწუხაროა :(
2013, 15 თებერვალი, 23:09
ხოო მაგრამმ უმრავლესობს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობ ადარდებს ...
2013, 15 თებერვალი, 23:08
ყველა რათქმა უნდა არ ფიქრობს, მაგრამ არის ადამიანები ვსაც აღელვებს მათი ბედი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10