სისხლის სამართალი ს/ს ზოგად ნაწილში გამოყენებული ტერმინების განმარტება 2013, 15 თებერვალი, 18:41 სასამართლო - მართლმსაჯულების განმხორციელებელი კოლეგიური ორგანო რომელიც ერთპიროვნულად კი არა, არამედ კოლეგიალურად განიხილავს სისხლის სამართლის საქმესა და მასალებს.
განაჩენი - პირველი და სააპელაციო ინსტანციებისათვის, სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს სცნობს დამნაშავედ სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს დანაშაულის ჩადენაში, ან ამართლებს მას. განჩინება - კოლეგიური წესით გამოტანილი პირველი სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ( განაჩენის გარდა) დადგენილება - გადაწყვეტილება რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს საქმის განხილვისას. გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიების პროცესში. სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო - (თანამდებობის პირები) გამომძიებელი, პროკურორი. მხარეები - სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები რომლებიც იცავენ საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეებში. ბრალდების მხარე - პროკურორი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები. კანონიერი წარმომადგენელი - ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი. ეჭვმიტანილი - პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული მაგრამ ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი, რომ პირის იმართ წარდგენილი იქნეს ბრალდება. ბრალდებული - სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი. განსასჯელი - ბრალდებული, რომელის მიმართ საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ საქმე არსებითად, განსახილველად ან საპროცესო შეთანხმების დადების შემდეგ დასამტკიცებლად ჩაბარდა სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. მსჯავრდებული - პირი, რომელიც გამართლებულია და მის მიმართ აღარ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმციის ვერსია. გამართლებული - პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. დაპატიმრება - წინასწარ პატიმრობა, პროკურორის სანქცია, პროკურორის მიერ, გამომძიებლის ან ქვემდგომი პროკურორის მიერ სანქციის გაცემა. ღამის დრო - 22სთ-დან - 6სთ-მდე არასრულწლოვანი - პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია. ადვოკატურა - საადვოკატო ბიურო, ფირმა, ორგანიზაციული წარმონაქმნი, სადაც მუშაობენ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრები.აგრეთვე სხვა პირები. რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საადვოკატო საქმიანობა. წინასწარი გამოძიება - უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა და მისი ჩამდენი პირის მხილება. რეკეტი - შემოსავლისა და სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატიურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან. ექსტრადაციას დაქვემდებარებული პირი - ბრალდებული, რომელის მიმართაც განიხილება საქართველოშო ექსტრადაციის საკითხი, ან პირი რომელის მიმართაც განიხილება ექსტრადაციის საკითხი. სპეცრაზმი (სპეცრაზმელი) - სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის თანამშრომელი, რომელის ვინაობა გასაიდუმლოებულია, რომელიც საქმეში მონაწილეობს ფსევდონიმით და უფლებამოსილია ჩვენება მისცეს მხოლოს შეცვლილი გარეგნობით და ხმით. 92 4-ს მოსწონს
|