x
image
მიხოო
კითხვა - პასუხი, ჩემი კონსპექტებიდან
ეს არის ამონაწერი ჩემი კონსპექტებიდან კერძოდ კი სისხლის სამართლის განმარტებიდან.. ჯერჯერობით 15 კითხვაა.


1) რას წარმოადგენს სისხლის სამართლის შესწავლის წყარო?

- საქართველოს სისხლის სამართლის შესწავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსები და კომენტარები.


2) საქართველოს სისხლის სამართლის მიზანია?


- სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილობის, მოქალაქეთა საკუთრების და მათი უფლებების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისგან.


3) რა არის სისხლის სამართლის საგანი და რას არეგულირებს ის?

- სისხლის სამართლის რეგულირების საგანია დანაშაულის ჩადენის შედეგად აღმოცენებული ურთიერთობა, რომლის სუბიექტებად გვევლინებიან ერთის მხრივ დანაშაულის ჩამდენი პირები, მეორეს მხრივ მართლმსაჯულების ორგანოები.


4) რა არის სისხლის სამართლის მეცნიერება?

- სისხლის სამართლის მეცნიერება არის დანაშაულის და სასჯელის, აგრეთვე დამნაშავეობის გამომწვევი მიზეზებისა და მათი აღმოფხვრის გზების შესახე კონსტიტუციით მიღებული ზომები.


5) რა უნდა გვახსოვდეს ყოველთვის?

- ა) არ არსებობს კანონი დანაშაულის შესახებ.

- ბ) არ არსებობს სასჯელი დანაშაულის გარეშე.

- გ) არ არსებობს დანაშაული ბრალის გარეშე.

- დ) არ არსებობს დანაშაული ნების გარეგანი გამოვლენის გარეშე.


6) რამდენი ნაწილისაგან შედგება სისხლის სამართლის საგნის სისტემა?

- სისხლის სამართლის საგნის სისტემა შედგება ზოგადი და კერძო ნაწილისაგან. ზოგადი ნაწილი მოიცავს დანაშაულის ცნებას, პასუხისმგებლობის საუფძვლებს, სასჯელის ცნებას. რაც შეეხება კერძო ნაწილს იქ უკვე განხილულია კონკრეტული დანაშაულებები და სასჯელები.


7) რა არის დანაშაული?

- დანაშაული არის მოქმედება ან უმოქმედობა კონკრეტულად გამოვლინებული, რომელიც ხელყოფს გარკვეულ საზოგადოებრივ ურთიერთობას.


8) ვის ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა?

- სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა ქმედებისათვის და არა სუბიექტის საშიშროებისათვის. სისხლისსამართლებრივი პასუხისმებლობა ეკისრება 14 წელზე მეტი ასაკის პირს რომელიც არ არის გონებრივად ჩამორჩენილი ან შეურაცხადი.


9) რა შემთხვევაში ითვლება ქმედება დანაშაულად?

- ქმედება დანაშაულად ითვლება იმ შემთხვევაში თუ კი ის ჩადენილია ბრალეულად.


10) ვის ეკირსება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა?

- სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს და ეხება სასჯელი პირსაც, რომელსაც უშუალოდ მიუძღვის ბრალი დანაშაულის ჩადენაში.


11) რამდენ ელემენტს შეიცავს დანაშაული?

- დანაშაული შეიცავს 4 ელემენტს.

- ა) დანაშაულის ობიექტი.

- ბ) დანაშაულის ობიექტური მხარე.

- გ) დანაშაულის სუბიექტი.

- დ)დანაშაულის სუბიექტური მხარე.


12) რა არის ობიექტი?

- დანაშაულის ობიექტი არის კანონით დაცული სიკეთე რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ესა თუ ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ე.ი. რასაც ხელყოფს დამნაშავე.


13) რა არის ობიექტური მხარე?

- ობიექტური მხარე წარმოადგენს საზოგადოებრივად საშიში ქმედების კონკრეტულ გამოხატულებას, რომელიც ხელყოფს დანაშაულის ობიექტს.


14) რამდენი ფორმის გვხვდება ბრალი?

- ბრალი გვხვდება 2 ფორმით. განზარხვა და გაუფრთხილებლობა.


15) რამდენ ობიექტს განსახვავებენ სისხლის სამართალში?

- სისხლის სამართალში განასხვავებენ 3 ობიექტის მხარეს.

- ა) საერთო ობიექტი.

- ბ) უშუალო ობიექტი.

- გ) გვარობით ობიექტი.

0
977
5-ს მოსწონს
ავტორი:მიხოო
მიხოო
977
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0