x
image
პერსეპოლისი
სადისტური მულტფილმი მოზარდებისთვის.

image


























1999 წელს როდ მონტიჯომ ყვითელი კურდღელი
(ანიმაციურ ფილმში სახელად კადლსი) დახატა და იქვე მიაწერა : "შეწინააღმდეგება ამაოა". სწორედ ასე მოუვიდა მას თავში სადისტური მულტფილმის Happy Tree Friends–ის შექმნის იდეა, რომელიც დღეს, კომპანიის Mondo Mini Shows ფლეშ ანიმაციური ფილმების სერიებისგან შედგება.
Happy Tree Friends —შეიქმნა როდ მონტიჯოს, კენ ნავაროს, უორენ გრაფის და ობრი ანკრუმის მიერ. ეს შოუ გახდა პოპულარული ინტერნეტის მეშვეობით - ფენომენალური სადებიუტო სერიების შემდეგ იგი ნამდვილ კულტურულ მოვლენად იქცა. სერიალი გადიოდა MTV-ს ეთერში.
როგორც სერიალის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითითებული, ის არ
არის რეკომენდირებული უმცროსი ასაკის მაყურებლისათვის. მიუხედავად სერიების და მათი პერსონაჟების ბავშვური შესახედაობისა, ანიმაციური ფილმი შეიცავს სასტიკ სცენებს. მის ყველა ეპიზოდში არის სისხლი და ძალიან მტკივნეული, სისხლიანი
სეგმენტები.
ანიმაციურ ფილმში თითქმის არ არის დიალოგი და, მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ ჟღერს სხვადასხვა სიტყვები, მათი გარჩევა შეუძლებელია.
ანიმაციურმა ფილმმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და მისი
ნახვა დღეისათვის უკვე შეიძლება ფრანგულ, ჰოლანდიურ, გერმანულ, პოლონურ, ფილიპინურ, ბრაზილიურ, ლიტვურ, ჩინურ,
იტალიურ, ბრიტანულ, ავსტრალიულ და ლათინო–ამერიკულ MTV- ზე.
მისი სერიები ასევე განთავსებულია youtube-ზე, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია. მისი ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული სერიის ყურება კი აქაც შეგიძლიათ.

14
150
9-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
150
  
2013, 20 თებერვალი, 0:32
ყველაზე მაგარი სერიაა :D
2013, 15 თებერვალი, 17:17
აუუ მაგარი მულტფილმია მაგარ პატარებისათვის არა ძAლიან საშიში მულტფილმია ბავშვისათვის
2013, 15 თებერვალი, 16:34
მადლობა,სახალისო იქნება : ))
2013, 15 თებერვალი, 16:23
ჰო კიდევ, ვისაც ჩემსავით მოგწონთ, ამ საიტით გაერთობით:
http://htfgames.com/
ფლეშ თამაშებია მაგ HTF გმირების მონაწილეობით და საკმაოდ სახალისოა:)
2013, 15 თებერვალი, 16:20
MTV-ზე გადიოდა ხოლმე თბილისის დროით ღამის 3 საათზე და ველოდებოდი ხოლმე:) მერე ინტერნეტ კაფეში ვიწერდი და ვუყურებდი ხოლმე. ისე ბავშვებს ნუ აყურებინებთ, სუსტი ფსიქიკა აქვთ და ბევრ რამეს პირდაპირ ღებულობენ. ნამდვილად არ იქნება კარგი მათთვის:) + თემას
2013, 15 თებერვალი, 14:48
ისე მიყვარს ეგ მულტფილმი მაგარმ საშინელი და ამაზრზენია.....მაგაზე უარესი სერიებიც არსებობს
2013, 15 თებერვალი, 14:23
:)))
2013, 15 თებერვალი, 14:22
ააა მერე კარგია რომ გადააჩვიე...
2013, 15 თებერვალი, 14:09
კი,ყველაზე მეტად მაგ მულტფილმზე ხალისობდნენ და სულ მთხოვდნენ,ბოლოს გავუბრაზდი და აღარც ვურთავდი,გადავაჩვიე.
2013, 15 თებერვალი, 13:58
ვაიმე ესე სშეეჩვივნენ?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10