x
image
ნინი მელიქიშვილი
მოზარდი გოგონები
imageროდესაც თანამედროვე გოგონა ხდება სრულწლოვანი და იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, ხშირად აწყდება ისეთ პრობლემას რომლის წინაშეც იგი უძლურია.ანუ ის არ არის მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.პირველი ნეგატიური გამოცდილების შემდეგ გოგონა უშვებს ბევრ შეცდომას, რაც მას უშლის ბედნიერად ცხოვრებას.


imageსაშუალო სკოლაში მას ასწავლიან ფიზიკას, მათემატიკას, უცხო ენას და კიდევ ბევრ საგანს რომელიც რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად გამოსაყენებელია, მაგრამ არ ასწავლიან მთავარ და აუცილებელ საგანს, არ ასწავლიან სწორი ურთიერთობის აგებას, არ ამზადებენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.


imageბევრი მოზარდი გოგონა დარწმუნებულია, რომ მთავარია სიყვარული და ყველაფერი აეწყობა თავისით, როგორც ზღაპარში.მაგრამ ცხოვრება სწრაფად და სასტიკად უმტკიცებს მას რომ ყველაფერი ასე არ არის.აბა როგორ უნდა იყოს? როგორ უნდა ააგოს ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან ისე, რომ ამ კავშირმა მას მოუტანოს სიხარული და ბედნიერება.
ადრე ეს ცოდნა გოგონას გადაეცემოდა მემკვირეობით ბებიისა და დედისგან, რომლებიც მას ამზადებდნენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და ასწავლიდნენ ქალურ სიბრძნეს.
ისინი ასწავლიდნენ გოგონას როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა საწინააღმდეგო სქესთან, როგორ უნდა მოქცეულიყო კაცთან და როგორ მიემართა კაცი სასურველი მიზნისკენ.

დღეს ეს კულტურა აღარ არსებობს...



imageამ სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ყველაფერი იწყება საბავშვო ბაღიდან, სადაც გოგონებსაც და ბიჭებსაც აღზრდიან ერთნაირად, უფრო სწორად როგორც მამაკაცებს.ამის შედეგი სავალალოა.როდესაც გოგონა შეყვარებულთან, იქცევა ისე როგორც ბიჭი, თავიდანვე გასაგებია, რომ აქედან არაფერი გამოვა.


imageპირველი ნეგატიური გამოცდილების მიღების შემდეგ, აუცილებელია რომ გოგონამ დაიწყოს ფიქრი თუ რატომ მოხდა ეს, წაიკითხოს ლიტერატურა და დაგეგმოს ცხოვრება, მაგრამ კიდევ ერთი უბედურება ის არის რომ გოგონასთვის ფიქრი არავის უსწავლებია..ამიტომ ფიქრობენ მხოლოდ ერთეულები და სწორედ მათ გამოსდით ბედნიერი ცხოვრება.ხოლო უმეტესობა თავის უბედურებაში ადანაშაულებს შეყვარებულს და გულწრფელად სჯერა, რომ თვითონ ყველაფერს სწორად აკეთებს.


imageყველას უნდა, იყოს ბედნიერი.მაგრამ რა უნდა ქნა, თუ შენ არავინ გასწავლა რა უნდა გააკეთო იმისთვის რომ იყო ბედნიერი? ამ შემთხვევაში უნდა ეცადო რომ ეს სიცარიელე თავადვე შეავსო.სერიოზულად უნდა მიუდგე ამ საქმეს და მოემზადო დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.მხოლოდ ამ შემთხვევში გექნება ბედნიერი და სიხარულის მომტანი ურთიერთობა. მხოლოდ გახსოვდეს, ეს ყოველივე უნდა გააკეთო დღეს და არა მაშინ პენსიაზე რომ გახვალ.

12
463
20-ს მოსწონს
ავტორი:ნინი მელიქიშვილი
ნინი მელიქიშვილი
463
  
2013, 21 თებერვალი, 18:33
კარგი სტატიაა და ჩემტვის ყველაზე ცნობილი ის ფაქტია რომ საშუალო სკოლაში მას ასწავლიან ფიზიკას, მათემატიკას და კიდევ ბევრ საგანს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად გამოსაყენებელია, მითუმეტეს გოგონას ხშირ შემთხვევეში არ აინტერესებს ასეთი ხასიათის საგნები და ის იძულებულია დახარჯოს დრო და ენერგია არა იმისთვის რაც მისთვის მნიშვნელოვანია, არამედ-თავისთვის სრულიად გამოუყენებელი ცოდნის მიღებისთვის,ეს კი ვფიქრობ მათთვის დიდად საზიანოა.
2013, 17 თებერვალი, 0:31
კარგი სტატია )) სხვათაშორის მე მასწავლიან სკოლაში ეგეთ საგანს (საჯარო სკოლაში არ ვსწავლობ) :))
2013, 14 თებერვალი, 22:25
მე მშვენივრად გავიგე თქვენ ვერ გამოიტანეთ აზრი ჩემი დაწერილიდან. ტელევიზორი დიდ როლს თამაშობს ბავშვის აღზრდაში, ეს ფსიქოლოგის სიტყვებია და ვეთანხმები. წიგნი და ინტერნეტი კი კითხვებზე პასუხის მოსაძიებლად შეიძლება გამოვიყენოთ. შენ რადგან ფსიქოლოგი არ გყავს სკოლაში ესეგი უნდა დარჩე უცოდინარი, ვერ მიღო ის რაც ცხოვრებაში გამოგადგება??? // რაა მერე თუ ერთნაირად აღიზრდებიან???? ბაღში ბიჭიც და გოგოც ორივე ბავშვია და აი საპირისპირო სქესის მოზარდების აღზრდა ერთნაირად ეს მიუღებელია.
2013, 14 თებერვალი, 21:41
ეჰ ვერ გაგია სტატია.... :):):) არ არის აქ ლაპარაკი იმის სწავლაზე თუ "მაგალითად როგორ შევაბათ ჩვენთვის სასურველი ბიჭუნა.. " აქ საუბარია იმის სწავლაზე თუ როგორ არ უნდა დაუშვას მოზარდმა გოგონამ შეცდომა ბიჭთან ურთიერთობის დროს იმის გამო რომ არ იცის ბევრი რამე..რაც შეეხება საბავშვო ბაღს ეს ჩემი პირადი მოსაზრება არ წერია მანდ თუმცა მე ვფიქრობ რომ არ შეიძლება გოგო და ბიჭი ერთნაირად აღიზარდოს..და თუ თქვენი აზრით ინტერნეტი,წიგნი და ტელევიზია ჩაანაცვლებს აღზრდას მე ამ შემთხვევაში ვერაფერს გეტყვით ეგ უკვე თქვენი პირადი შეხედულებაა... :)
2013, 14 თებერვალი, 21:36
საბავშვობაღში როგორც მამაკაცებს? ამას ვერ დავეთანხმები, საბავშვობაღი ყაზარმა კი არა მამაკაცად რომ ყალიბდებოდე, ეგ არის ადგილი სადაც ის გარემოა რომელიც ბავშვისთვისა შექმნილი... რაც შეხება კაცის მართვა სასურველი მიზნისკენ სკოლის პერიოდში ამის სწავლა ზედმეტია, საერთოდ ზედმეტია მემგონი, ყურადღება განათლებას უნდა მიექცეს და არა მაგალითად როგორ შევაბათ ჩვენთვის სასურველი ბიჭუნა.. როგორ უნდა მოიქცე რომ იყო ბედნიერი? ეგ ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ჩამოთვლას არ დავიწყებ. არ გვასწავლეს ვაიმე დედა რაა გვეშველება ჰაჰ :D ჩემი ლექტორი არა თავის საქმეში კომპეტენტური, რისი ცოდნაც ევალება ის არ იცის მაგრამ დღეს 21 საუკუნეში ვართ, ინტერნეტი გვაქ და წიგნი გვაქ, ტელევიზორი არის შენ თუ გინდა რომ უწიგნური იყო, უვიცი იყო კაი ბატონო იყავი, შენ თუ არ მოინდომე რამის გაგება ისე თავისით ხომ არ ჩაგიფრინდება თავში.
2013, 14 თებერვალი, 18:34
კი ასეა... არა მხოლოდ "ვითომ შეყვარებული" ___ იქ ბევრ ყოფით პრობლემებზე იმსჯელებენ ერთად და თან ეს ის პრობლემური ასაკია როცა "სხვა უფრო გიგებს" ვიდრე დედ-მამა... ცხადია ეს ასე გაქვს აღქმული თორემ დედ-მამაზე მეტად არავის უნდა შენთვის სიკეთე, მაგრამ ხშირად მათაც არ იციან რა და როგორ უნდა აუხსნან მოზარდებს...
2013, 14 თებერვალი, 18:30
გეთანხმებიი :) : ) ძალიან კარგი იქნება თუ სკოლაში იქნება ეგეთი საგანიი სადაც ფსიქოლოგიი ასწავლის მოზარდებს ყველაფერს გაცილებით უფროო მეტი გააზრებული საქციელი და უფრო ნაკლები ვითომ " შეყვარებული წყვილები " იქნება :)
2013, 14 თებერვალი, 18:27
მეტსაც გეტყვი ხშირად მშობლებმა ტავადაც არ იციან რა უნდა ასწავლონ როგორც გოგონას ასევე ბიჭუნას.... სკოლაში აუცილებლად უნდა ასწავლიდნენ ამ ყველაფერს ან ფსიქოლოგიის საგნიტ ან ეთიკის საგნი.... ან ___ ქცევის ნორმებით... ამ წამს სპონტანურად გპასუხობ,ვფანტაზიორობ საგანთან დაკავშირებით, თუმც რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა საგანს?????
2013, 14 თებერვალი, 18:22
ეთანხმები ტუ არა რომ დღეს მარტლაც არის ის პრობლემა რომ მშობლები არ აძლევენ შესაბამის განათლებას შვილებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ საწინააღმდეგო სქესთან და სკოლის როლი როგორი უნდა იყოს ამ მხრივ აღზრდაში :)
2013, 14 თებერვალი, 18:18
იმდენი პრობლემა გაქვს დასმული რომ ენა ამება რომელი ერთზე გამოგეპასუხო არ ვიცი...ძალიან მნიშვნელოვანი თემა წამოწიე...ძალიან კარგი და რეალურია,ყოჩაღ!....მოდი თავად ჩამეკითხე თუ შენ აქედან რომელ საკითზე მეტად გინდა ჩემი კომენტარი და არ დაგზარდები ნამდვილად...მინდა რომ ბევრი ჩაერთოს კომენტარებით და განართონ პოლემიკა....
ყველამ წ ა ი კ ი თ ხ ე თ!!!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10