ქალი და მამაკაცი იდეალური მამაკაცი.. როგორია ის? 2013, 22 იანვარი, 19:18 20 წლის გოგონასთვის იდეალური მამაკაცი: 1.დაკავებული უნდა იყოს სპორტით, არ უნდა ეწეოდეს და სვამდეს. 2.უნდა იყოს ლამაზი, წარმატებული და აუცილებლად ჭკვიანი. 3.არ უნდა ღალატობდეს და ეჭვიანობდეს. 4.მის ყველა სურვილს და ახირებას უნდა ასრულებდეს. 5.ყოველ დღე საჩუქარს უნდა ჩუქნიდეს, მთელი ცხოვრება ხელის გულზე უნდა ატარებდეს. 6.ყოველ წუთას სიყვარულზე უნდა ელაპარაკებოდეს. 40 წლის ქალისთვის იდელური მამაკაცი: 1.ყოველდღე სამსახურიდან თავის დროზე უნდა ბრუნდებოდეს. 2.ხშირად უნდა ბანაობდეს და იპარსავდეს წვერს, გარეგნობაზე უნდა ზრუნავდეს. 3.თავის წინდებს უნდა რეცხავდეს და სახლის საქმეებში ეხმარებოდეს. 4. სიდედრის დაბადების დღე არ უნდა ავიწყდებოდეს და უნდა ულოცავდეს. 5.ხელფასი ბოლო თეთრამდე სახლში უნდა მოქონდეს. 6.სამზარეულოში გაფუჭებულ ონკანს უნდა აკეთებდეს. 60 წლის ქალისთვის იდეალური მამაკაცი: 1. ყოველ საღამოს ძაღლი სასეირნოდ უნდა გაყავდეს. 2. არ უნდა მიმოფანტავდეს ტანსაცმელს სახლში. 3.ნაგავს უნდა ყრიდეს და არ უნდა სვავდეს. 4.ახალგაზრდა მეზობელთან ჩაის დასალევად არ უნდა მიდიოდეს. 5. ღამე არ უნდა ხვრინავდეს და საწოლში არ ეწეოდეს. 6. 8 მარტს ყვავილებს უნდა ჩუქნიდეს. 80 წლის ქალისთვის იდეალური მამაკაცი: 1.არ უნდა ურევდეს ერთმანეთში შაქარს და მარილს. 2.არ უნდა ავიწყდებოდეს სად დადო სათვალე და ქოშები. 3.დილაობით უნდა ჭამდეს შვრიას. 4.ხშირად უნდა სვამდეს წამლებს. 5.არ უნდა ახველებდეს ღამე. 6.და მან დიდი, დიდი ხანი უნდა იცოცხლოს. 408 14-ს მოსწონს
|